Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„დიდი დრო დამჭირდება ნინას რეაბილიტაციისთვის“ – ჯამბურია განცხადებას ავრცელებს

© Photo: Tina Jamburia / FBთიკა ჯამბურია
თიკა ჯამბურია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თიკა ჯამბურია ოჯახის წევრებთან ერთად გუშინ, საღამოს დააკავეს.

მომღერალი თიკა ჯამბურია, რომელიც გუშინ თავისუფლების მოედანზე მანქანის პარკირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემდეგ სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
მომღერალი თიკა ჯამბურია დააკავეს - ვიდეო

როგორც მომღერალი წერს, ინციდენტი იმის გამო მოხდა, რომ მის სახლთან, რომელიც რუსთაველის გამზირზე მდებარეობს, მიმდინარეობს მშენებლობა, ამიტომ საპარკინგზე ადგილები აღარ არის და ხშირად უწევთ არასწორად ავტომანქანის გაჩერება. თუმცა მას შემდეგ, რაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს აჩვენებენ ხოლმე, რომ იქ ცხოვრობენ, აღარ აჯარიმებენ. რაც შეეხება გუშინდელ შემთხვევას, სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სახლთან გააჩერეს.

„მე, მამაჩემი, დედაჩემი, ჩემი და და ჩემი შვილი ნინა ვიჯექით უკვე დაქოქილ მანქანაში და მივდიოდით ჩვენ გზაზე, როდესაც ჩვენთან მოვიდა ახალგაზრდა გოგონა პატრულის თანამშრომელი. დედაჩემმა დაიწყო პირადობის მოძიება ჩანთაში (რადგან, როგორც ზემოთ უკვე მოგახსენეთ, ეს ხერხი – პირადობის და საცხოვრებელი სახლის ჩვენება „ჭრის“). მოკლედ, არ გვაცადა ამ გოგომ ახსნა, რომ ეს ჩვენი სახლია, აქ ვცხოვრობთ, არ გვაქვს პარკინგი, უკვე გავდივართ და დედაჩემს და ამ გოგონას შორის მოხდა შელაპარაკება.

ამასობაში პატრულის მანქანიდან გადმოხტა მეორე თანამშრომელი, ასევე ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც პირველივე წამიდან იყო აგრესიული, არც მამაჩემის წინაშე მოერიდა უხეში ლაპარაკი (მამაჩემი გენერალია და ძალიან დიდი პატივისცემა აქვს ყველა პატრულს და პოლიციის თანამშრომელს მის მიმართ). მოკლედ, ამასობაში შეიყარა ხალხი, ატყდა ერთი ამბავი, დედაჩემს გაუკეთეს ხელბორკილები (დედას შაქარი აქვს ძალიან მძიმე ფორმებში, მისთვის არ შეიძლება ჭრილობა და დაბეჟილობები) ამაზე ნერვიულობით გადმოვხტი მანქანიდან და ვთხოვდი მისთვის ბორკილები მოეხსნათ.

ეს ბიჭი, რომლის სახელს შეგნებულად არ დავწერ, იყო აგრესიული, მოუვიდა შელაპარაკება ჩემთანაც და იმ წამსვე დამადო ხელბორკილები. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ქვეყნის კანონის და ღმერთის წინაშე, რომ მე მათთვის არანაირი ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. რაც შეეხება ნინას, დღეს მიიღო ზუსტად ის ტრავმა, რომელიც მე 13 წლის ასაკში სააკაშვილის რეჟიმის დროს დაღად დამადეს, როდესაც ზუსტად ამავე ადგილზე მამაჩემი ჩემთან ერთად დაიჭირეს. არასოდეს არ დამავიწყდება ეს ტკივილი და ძალიან დიდი დრო დამჭირდება ნინას რეაბილიტაციისთვის. ასევე აქვე მინდა მადლობა გადავუხადო დანარჩენ სხვა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც ძალიან ადამიანურად და თავაზიანად გვექცეოდნენ მეც, დედასაც და ნინასაც, თუმცა ეს დღე ჩემთვის და ჩემი ყველაზე კანონმორჩილი ოჯახისთვის ძალიან მძიმე და შეურაცხმყოფელია", – დაწერა მომღერალმა.

ყველა ახალი ამბავი
0