03:28 02 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4626
  • 100 RUB4.4772
  • USD3.1172
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
თანამედროვე ტექნოლოგიები (26)
382 0 0

კიბერდამნაშავეები ფულს არა მხოლოდ საბანკო ბარათებიდან, არამედ მომხმარებლის ინტერნეტ-ბანკიდანაც იპარავენ.

თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. საქართველოს ბანკების ასოციაციის თავმჯდომარემ ალექსანდრე ძნელაძემ ე.წ. ფიშინგის ახალ ფორმებზე და თავდაცვის საშუალებებზე ისაუბრა.

ფულის გამოძალვა ინტერნეტით: რა სახის კიბერსაფრთხე ემუქრება საქართველოს>>

ფიშინგი – ინტერნეტ-მომხმარებლის პერსონალური მონაცემების მოძიების მექანიზმია. კერძოდ, კიბერდამნაშავეები ქმნიან ყალბ ვებ-გვერდებს, რომლებიც ცნობილი კომპანიების ან ბანკების ვებ-გვერდებს ჰგავს და მოტყუების გზით მომხმარებელს აიძულებენ, საკუთარი მონაცემები შეიყვანონ. თაღლითობის სხვა სახეობაა სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნა ელექტრონულ ფოსტაზე, რომელშიც მომხმარებელს პერსონალური მონაცემების შეყვანას სთხოვენ.

„სოციალურ ქსელში, მაგალითად, „ფეისბუქში" რაღაც პირობითი გათამაშება ამოვა, რომელიც გაჩქარებთ, რომ ხვალამდე მიიღოთ მასში მონაწილეობა, რათა მოიგოთ 50 ათასი ლარი, ავტომობილი ან „აიფონი"... თავი შორს დაიჭირეთ – თითქმის ყველა არის ფიშინგი", – განაცხადა ძნელაძემ პირველი არხის ეთერში.

მისი თქმით, ფიშინგი იმდენად მასშტაბური გახდა, რომ ეხება არა მხოლოდ საბანკო ბარათებს, არამედ ინტერნეტ-ბანკსაც და ეს ბევრად სარისკოა.

საკრედიტო ბარათთან დაკავშირებით კლიენტიცა და ბანკიც ბევრად მომზადებულია და ყურადღებას აქცევენ, რომ დიდი ოდენობის ტრანზაქციები არ განხორციელდეს. ინტერნეტ-ბანკი კი ღიაა. იქ თაღლითი სრულად ხედავს ყველა ანგარიშსა და ტრანზაქციას, აღნიშნა ასოციაციის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, თაღლითები ყველაზე ხშირად საბანკო ვებ-გვერდების კლონებს ქმნიან. მას ბანკის მსგავსი მისამართი, ან დასახელება, ასევე ინტერფეისი აქვს.

„ამ შემთხვევაში ყურადღება უნდა მიაქციოთ – რა საიტზე გადადიხართ, კონკრეტულად რა ვებ-გვერდია და რამდენად დაცული. უნდა იცოდეთ, რომ ინტერნეტ-ბანკის ყველა გვერდი არის სერტიფიცირებული და მისამართის დასაწყისში აქვს https. თუ არ არის სერტიფიცირებული, ზოგიერთი საძიებო სისტემა ამას გატყობინებს. ყურადღება მიაქციეთ მისამართს, თუ ის იწყება http-ით, შეუძლებელია, რომ ეს ინეტრნეტ-ბანკი იყოს", – განაცხადა ძნელაძემ.

ფრთხილად, კიბერთაღლითობა! საქართველოს ბანკების ასოციაცია მოსახლეობას მიმართავს>>

ფიშინგისგან თავდაცვის ერთადერთი საშუალებაა პრევენცია როგორც ფინანსური ინსტიტუტების, ისე მომხმარებლის მხრიდან, რადგან თუ ფული მოიპარეს, მისი დაბრუნება ძალიან ძნელია, აღნიშნა ძნელაძემ.

თემები:
თანამედროვე ტექნოლოგიები (26)

მთავარი თემები