12:10 11 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2210
  • 100 RUB4.5697
  • USD2.9089
თორნიკე ტყემალაძე

გურამიშვილზე ერთ-ერთი მოკლული „მისტერ ვალენტინის“ ძმაა – ფოტოები

Photo: Tornike Tkemaladze / FB
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1021)
12903 0 0

ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც გურამიშვილის გამზირზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში გუშინ გარდაცვლილები იპოვეს, ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული.

თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. ბიჭების ვინაობა, რომლებიც გუშინ გურამიშვილის 78 ნომერში ჩაცხრილეს, ცნობილი გახდა, ინფორმაცია ქართულ მასმედიაში ვრცელდება.

მეზობლები მედიასთან ამბობენ, რომ მოკლულები შალვა ტყემალაძე და გურამ კოღუა არიან. მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ. ერთ-ერთ მათგანს შუბლში აქვს ტყვია ნასროლი. მოკლული 20 წლის შაკო ტყემალაძე, „მისტერ ვალენტინი 2014“-ის თორნიკე ტყემალაძის ძმაა.

გავრცელებული ინფორმაციით, ცხედრები საცხოვრებელ სახლში ერთ-ერთის მამამ იპოვა.
მეზობლებს გასროლის ხმა არ გაუგიათ, ამიტომ არსებობს ვარაუდი, რომ მკვლელი მაყუჩიანი იარაღიდან ისროდა.
მკვლელმა, სავარაუდოდ, დანაშაულის ადგილი სადარბაზოს უკანა გასასვლელიდან დატოვა. თუმცა იგი გარე პერიმეტრზე სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები.

თბილისში დოლიძის ქუჩაზე ბიზნესმენი ჩაცხრილეს >>>

ჯერჯერობით დამნაშავე დაკავებული არ არის.

მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 109-ე მუხლით ("განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში"), რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1021)

მთავარი თემები