ნანა ლეჟავამ „ქრონიკა“ დატოვა – რას წერს ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში

© photo: Nana Lezhava / FBნანა ლეჟავა
ნანა ლეჟავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეკომპანია „იმედში“ მორიგი საკადრო ცვლილებებია.

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გადაცემა „ქრონიკას“ არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნანა ლეჟავა აღარ წაიყვანს, ინფორმაციას თავად ლეჟავა სოციალურ ქსელში ადასტურებს.

ნანა ლეჟავა არც საინფორმაციო სამსახურის უფროსი აღარ იქნება, თუმცა, მისი თქმით, „იმედში“ კვლავ რჩება.

„Sputnik-საქართველომ“ გაარკვია, რომ ნანა ლეჟავა ამიერიდან თოქ-შოუებს უხელმძღვანელებს, მის ნაცვლად კი „ქრონიკას“ ხატია ქვათაძე და თამთა გაზაშვილი წაიყვანენ.

ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია „იმედის“ ხელმძღვანელობაც შეიცვალა – აღმასრულებელ დირექტორად ჟურნალისტი გიორგი ცხვიტავა, გენერალურ დირექტორად კი ელდარ მდინარაძე დაინიშნენ.

ყველა ახალი ამბავი
0