Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ცნობილი პოლიტიკოსები და მათი უცნობი მეორე ნახევრები – სიყვარულის ისტორიები

© photo: Keti Sichinava / FBგიორგი ვაშაძე და ქეთევან სიჭინავა
გიორგი ვაშაძე და ქეთევან სიჭინავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ ქალების ქმრები ყოველთვის ყურადღების ცენტრში არიან, ხშირად გადაბმით უწევთ მივლინებებში სიარული და ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილებებზე ფიქრი 24 საათის განმავლობაში.

საზოგადოება პოლიტიკოსებს ყოველდღე ეკრანებზე ხედავს, მათი ყოველდღიური საქმიანობა ყველასთვის ცნობილია, თუმცა პოლიტიკურ არენაზე მოღვაწე ცნობილი პოლიტიკოსების მეუღლეებს ქართველები ნაკლებად იცნობენ. გაგაცნობთ რამდენიმე წყვილს.

სოზარ სუბარი და მისი მეუღლე თამთა ყუბანეიშვილი

რეგიონულ საკითხებში პრემიერის მრჩეველის სოზარ სუბარის მეუღლე თამთა ყუბანეიშვილი პროფესიით ჟურნალისტია. წყვილს სამი შვილი ჰყავს. თამთას და სოზარს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა, თამთა მეუღლეზე 18 წლით უმცროსია. თამთა არასამთავრობო სექტორში საქმიანობს. მიუხედავად იმისა, რომ თამთა საკუთარი საქმიანობითაა დაკავებული, შვილების აღზრდასაც დიდ დროს უთმობს.
„ჩვენ გადანაწილებული გვაქვს ჩვენი მოვალეობები. ზოგჯერ მიწევს მივლინებაში წასვლა, ზოგჯერ სოზარსაც უწევს და ამ მხრივ ერთმანეთს ვენაცვლებით, სოზარს არ უჭირს ბავშვების დატოვება, მათი მიხედვა. დროის ნაკლებობას განვიცდით, თუმცა ამ მცირე დროსაც ეფექტიანად ვანაწილებთ, რათა შვილებთან ერთად ვიყოთ – დავდივართ იპოდრომზე, შაბათ-კვირას წიგნის მაღაზიაში“, – ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში თამთა ყუბანეიშვილი.

დავით ბაქრაძე და მაკა მეტრეველი

საქართველოს პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარესა და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს დავით ბაქრაძეს და მის მეუღლეს მაკა მეტრეველს ორი გოგონა ჰყავთ. მაკა მეტრეველი ერთი პერიოდი საქართველოში მოდის კვირეულის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. ინტერვიუებში ხშირად ამბობს, რომ მიუხედავად ქმრის პროფესიისა, ბავშვებს ჩვეულებრივად ზრდის.
„ისინი პირველ რიგში ბავშვები არიან და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მამის სამსახურებრივ პოზიციას. ამ დამოკიდებულებით ვზრდი მათ. ისიც ხომ გაგიგონიათ, „თუ ბუნებამც არ უშველაო“... მოძველებული ტრადიციებით არ ვზრდი, თუმცა იმის გაგებაც გამიჭირდება, 16 წლის ასაკში ოჯახიდან წავიდნენ და რაც მოუნდებათ, ის აკეთონ. იმას ვგულისხმობ, რომ მათ მიმართ უფრო ლოიალური დამოკიდებულება გვაქვს, ვიდრე ჩემს მშობლებს, რომლებიც გაცილებით მკაცრად მზრდიდნენ", – ამბობს მაკა მეტრეველი შვილების აღზრდასთან დაკავშირებით.
ქეთევან სიჭინავა - ყოფილი დეპუტატის გიორგი ვაშაძის მეუღლე

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე ერთ-ერთ ინტერვიუში ჰყვება, რომ მათ ერთმანეთი უცხოეთში გაიცნეს: „მივლინებაში ვიყავი, ქეთევანი კი იქ სწავლობდა“. უკვე 10 წელია დაქორწინებულები არიან. სოციალურ ქსელში ყველას შეუძლია წაიკითხოს ის თბილი სიტყვები, თუ როგორ მიმართავს გიორგი მეუღლეს.
„ჩემი ყველაზე დიდი მეგობარი, ადამიანი, რომელიც მუდამ გვერდში მიდგას, რომელიც შეუძლებელს აკეთებს ჩემთვის და სანაცვლოდ არასოდეს არაფერს ითხოვს.

ძალიან ძალიან ძაააალიააააან მიყვარხაააარ!“ – უწერს ვაშაძე მეუღლეს. წყვილს სამი შვილი ჰყავს.

არჩილ თალაკვაძე და ქეთევან ბუბუტეიშვილი
პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის მეუღლე ქეთევან ბუბუტეიშვილი პროფესიით პიარ-ტექნოლოგია. სხვადასხვა დროს ქეთი სხვადასხვა უწყების პაირში მუშაობდა. ერთ-ერთი ინტერვიუში ჰყვება, რომ წყვილს ერთად ცხოვრებამ ბევრი გაკვეთილი მისცა.
„ძალიან მოკრძალებული და პრაგმატული ადამიანია ყოფითი თვალსაზრისით. მისი საჩუქრები ყველაზე ხშირად არის ყვავილები, მოგზაურობა, წიგნები, ელექტრონული მოწყობილობები ან სპორტული ნივთები. ყველაზე ხშირად მეუბნება, რომ უბრალო და მშვენიერი ვარ. sms-ებით კი მწერს ხოლმე მოკლედ: მიყვარხარ, ქეთი, წარმატებული დღე გექნება, ვიცი“, – ამბობს ქეთი. წყვილი 12 წელია ქორწინებაშია და ორი გოგონა ჰყავთ.

 

ყველა ახალი ამბავი
0