Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ვინ არის ბიჭი, ვისზეც ქეთათო ჩარკვიანია შეყვარებული – ფოტოები

© Facebook / FB / Tbilisi Open Air / AlterVisionქეთათო პოპიაშვილი
ქეთათო პოპიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქეთათო პოპიაშვილი, რომელიც საზოგადოებამ ირაკლი ჩარკვიანთან შეუღლების შემდეგ გაიცნო, შეყვარებულია.

ქეთათოს ირაკლი ჩარკვიანის გარდაცვალების შემდეგ ოფიციალური ურთიერთობა არავისთან ჰქონია. ქეთათო ირაკლი ჩარკვიანის ცხოვრების ბოლო თანამგზავრი იყო, რომელთანაც წლები გაატარა.

ქეთათო 17 წლის იყო, როდესაც ბედი თავის საყვარელ მუსიკოსს დაუკავშირა. საკმაოდ არაორდინარული წყვილი იყო. ხშირად წერდნენ დუეტებს, გამოდიოდნენ კლუბებში კონცერტებზე, რომელთა ჩანაწერებიც დღემდეა შემონახული. შემდეგ შეეძინათ გოგონა – ნანა.
ამბობენ, რომ ამ ასაკში შვილის დაბადებამ ჩარკვიანი უდიდესი პასუხისმგებლობით აავსო. მალე შვილს სიმღერაც მიუძღვნა. ირაკლის გარდაცვალების შემდეგ ქეთათოს მიმართ ყურადღება გაორმაგდა.
ინტერვიუებში ჟურნალისტები უკვე თამამად ეკითხებოდნენ, იფიქრებდა თუ არა მეორედ დაოჯახებაზე, რაზეც მუსიკოსი პასუხობდა, რომ არაფერს გამორიცხავდა. ქეთათომ მუსიკის წერა გააგრძელა, ხშირად ჩნდება სხვადასხვა საზოგადოებრივ ადგილებში და არც აქტიურობა დაუკლია.
 არავინ იცის, როგორ განვითარდება ქეთათო პოპიაშვილის პირადი ცხოვრება, მაგრამ ფაქტია, რომ ერთ დროს ინტერვიუების მოყვარული მუსიკოსი ბოლო დროს პრესას განსაკუთრებულად გაურბის.
ბოლო ორი წლის განმავლობაში ქეთათო პოპიაშვილი „ინსტაგრამზე“ პერიოდულად აქვეყნებს ფოტოებს, საიდანაც ჩანს, რომ ის შეყვარებულია.
მას სოციალურ ქსელში უამრავი ფოტო უდევს, სადაც მისი საყვარელი მამაკაცია გამოსახული, ერთგან ისინი ერთმანეთს კოცნიან და გრძნობების დემონსტრირებას არ ერიდებიან.
როგორც ჩანს, რჩეული ქეთათომ ქალიშვილს, ნანასაც გააცნო, რადგან ერთი ფოტო სწორედ ნანასთან ერთად არის გადაღებული.
სამწუხაროდ, ქეთათოს თავისი შეყვარებული მონიშნული არ ჰყავს არც ერთ ფოტოზე, ასე რომ, მისი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

ყველა ახალი ამბავი
0