Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„პირადში ნუ მწერთ, რელაქსის აურას მიფუჭებთ“ – გიორგი მასხულიამ საქართველო დატოვა

© Photo: Giorgi Masxulia / FBგიორგი მასხულია
გიორგი მასხულია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მას შემდეგ, რაც დიზაინერმა და ჟურნალისტმა გორში „რეგიონ ფეშენ-ვიკზე“ ერთმანეთი თმებით ითრიეს, გიორგი მასხულიამ საქართველო დატოვა.

დიზაინერი გიორგი მასხულია, რომელიც აქტუალური გუშინდელი სკანდალური დაპირისპირების შემდეგ გახდა, სტამბულში ისვენებს. მასხულია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ თავს იდეალურად გრძნობს.

„მინდა ზოგიერთებს იმედი გაგიცრუოთ, მე იდეალურად ვგრძნობ თავს და ვისვენებ თურქეთში ამ ლამაზ სასტუმროში. გკოცნით მიყვარხართ ჩემო უსაყვარლესო მტრებო. პირადში ნუ მწერთ უბრალოდ რელაქსის აურას ნუ მიფუჭებთ“, – წერს მასხულია.
გუშინ გორის „რეგიონ ფეშენ-ვიკზე“ დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთ რესტორანში „პოსტ TV“-ს გადამღები ჯგუფის გამოჩენას სკანდალი მოჰყვა, რაზეც შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
ინციდენტის დროს ერთმანეთს ჟურნალისტი ნინო ადამაშვილი და გიორგი მასხულია დაუპირისპირდნენ. ისინი გვიან ღამემდე იმყოფებოდნენ პოლიციაში გამოკითხვაზე. პოლიციიდან გამოსულმა მასხულიამ საქართველო დატოვა, ის სტამბულში გაემგზავრა.

ყველა ახალი ამბავი
0