16:35 14 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2566
  • 100 RUB4.5941
  • USD2.9568
ვარშავა

როგორ დავსაქმდეთ პოლონეთში: პრაქტიკული რჩევები

© Photo: Pixabay
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სასარგებლო რჩევები (149)
182 0 0

მსოფლიოში სულ უფრო მეტი ადამიანი გადაადგილდება ერთი ქვეყნიდან მეორეში უკეთესი სამუშაოს მოსაძებნად.

სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობის მთავარ გამოსავლად შრომითი მიგრაცია რჩება. ასეთი ქვეყნების რიგებშია საქართველოცშრომითი მიგრაციის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი უმუშევრობაა, რომელიც საქართველოში დღემდე ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად რჩება.

ამჟამად საქართველოდან ემიგრაციაში ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებში მიდიან, რადგანაც მიგრაციის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალად მიჩნეულია უფრო მაღალი ანაზღაურების მიღების სურვილი, უკეთესი სამუშაო გარემო, ადამიანების უფლებების დაცვის მეტი გარანტია.

დღევანდელ სტატიაში შევეცდებით მოკლედ აგიხსნათ, როგორია ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის – პოლონეთის დასაქმების პოლიტიკა და როგორ მოახერხოთ, ლეგალური გზებით იპოვოთ იქ თქვენთვის სასურველი და შესაფერისი სამუშაო.

როგორ დავსაქმდეთ იტალიაში ლეგალურად? პრაქტიკული რჩევები >>>

აღსანიშნავია, რომ  პოლონეთი ბოლო 4 წელია ეკონომიკურად საკმაოდ გაძლიერდა, კერძოდ, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის მაჩვენებელმა 2017 წელს 4.6%-ს მიაღწია, რაც ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელია ევროკავშირის მასშტაბით.

პოლონეთში ეკონომიკის ზრდის პარალელურად გაუმჯობესდა შრომის ბაზარზე არსებული სიტუაციაც. განსაკუთრებით აღსანიშნავია დასაქმების მაჩვენებლის ზრდა, ხოლო უმუშევრობის დონემ კი რეკორდულად დაბალ მაჩვენებელს – 4.7%-ს მიაღწია.

პოლონეთში მაღალკვალიფიციური მუშახელის საკმაოდ დიდი დეფიციტია. ამის პირველ მიზეზად შეიძლება ის ჩავთვალოთ, რომ სამუშაო ძალა ეკონომიკის ზრდის ტემპებს ფეხს ვერ უწყობს. შესაბამისად, განსაკუთრებით გაიზარდა შრომითი იმიგრანტების რიცხვი, რომელთაც, მოთხოვნის შესაბამისად, ადგილობრივი დამსაქმებლები აქტიურად ქირაობენ.

მოთხოვნა მიგრანტ მუშახელზე პოლონეთში:

2020 წლის ჩათვლით პოლონეთის შრომის ბაზარზე მოსალოდნელია დეფიციტი შემდეგ პროფესიებში: ინფორმაციული ტექნოლოგიები და კომუნიკაციები, ჯანდაცვა, მენეჯერული პოზიციები, მეცნიერება და ინჟინერია, ხელოსნობა.

პოლონეთში შრომის ბაზრის პოლიტიკის განსაზღვრისთვის დეფიციტური პროფესიების სია არ იწარმოება. პოლონეთში რეგისტრირებულ დამსაქმებელს მესამე ქვეყნის მოქალაქის დაქირავება გამარტივებული პროცედურებით შეუძლია.

გაითვალისწინეთ, პოლონეთში დამსაქმებელს უფლება აქვს მესამე ქვეყნის მოქალაქე შრომის ბაზრის ტესტის გარეშე აიყვანოს, თუ სამუშაოს ხანგრძლივობა 12-თვიან პერიოდში არ აღემატება 6 თვეს. მესამე ქვეყნის წარმომადგენლისთვის, თავის მხრივ, აღნიშნული პერიოდით დასაქმების შემთხვევაში შრომის უფლების მიღება სავალდებულო არ არის.

მიგრანტი მუშახელის დასაქმება პოლონეთში – პრაქტიკული რჩევები

შრომისა და ბინადრობის ნებართვის გაცემის პროცედურები პოლონეთში არ არის ცენტრალიზებული, ანუ აღნიშნულ ნებართვებს გასცემს იმ რეგიონის წარმომადგენლობა, სადაც ნებართვის მიღების მსურველი აპირებს ცხოვრებას ან მუშაობას.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თუ პოლონეთში მოკლევადიანი (12 თვის განმავლობაში 6 თვემდე ნაკლები პერიოდის) სამსახურის დაწყებას აპირებთ, ამ შემთხვევაში არ გესაჭიროებათ შრომის უფლების მოპოვება.

გარდა ამისა, შრომის ნებართვის მიღება არ არის სავალდებულო იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენ ფლობთ პოლონეთში მუდმივი ბინადრობის უფლებას ან ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების მიერ გაცემულ ბინადრობის უფლებას.  

სხვა შემთხვევაში კი თქვენ შრომის ნებართვა დაგჭირდებათ. ამისათვის განაცხადი უნდა გაკეთდეს იმ რეგიონში, სადაც რეგისტრირებულია დამსაქმებელი. როგორც ევროკავშირის სხვა ქვეყნებში, შრომის ნებართვაზე განაცხადს დამსაქმებელი აკეთებს, რომელსაც სამუშაოს მსურველი შესაბამის დოკუმენტაციას (პასპორტი, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და სხვ.) აწვდის.

გაითვალისწინეთ, შრომის ნებართვა კეთდება კონკრეტული სამუშაოსთვის და თუ სამსახურის გამოცვლა გადაწყვიტეთ, სავალდებულოა შრომის ნებართვის თავიდან მიღება.

პოლონეთში სეზონური სამუშაოებისთვის არსებობს შრომის ნებართვა სეზონური სამუშაოსთვის. სეზონური შრომის ნებართვა გაიცემა არაუმეტეს 9 თვის ვადით. აღნიშნულ ნებართვაზეც განაცხადს დამსაქმებელი აკეთებს. განაცხადის გაკეთებისას მესამე ქვეყნის მოქალაქე შეიძლება იმყოფებოდეს როგორც პოლონეთში, ასევე სხვა ქვეყანაში.

თემები:
სასარგებლო რჩევები (149)

მთავარი თემები