Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ვინ არის გიორგი ვარდოსანიძის უცხოელი ცოლი, რომელსაც მსახიობი საგულდაგულოდ მალავს – ფოტოები

© courtesy of Giorgi Vardosanidze გიორგი ვარდოსანიძე
გიორგი ვარდოსანიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსახიობსა და ტელეწამყვანს მეორე ცოლი ჰყავს, რომელსაც საზოგადოებაში არ აჩენს.

მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი ვადროსანიძე უკვე ორი წელია დაქორწინებულია. პირველ მეუღლეს, მოცეკვავე სალომე ჭაჭუას საკმაო ხანია, რაც გაშორდა და ცოლად ავსტრალიაში მცხოვრები ქალბატონი მოიყვანა, რომელიც მასზე 10 წლით უფროსია. მასთან მსახიობი თავს ძალიან კარგად გრძნობს.

წყვილი საგულდაგულოდ მალავს ურთიერთობას სოციალურ ქსელებში.
ერთად გადაღებული თითქმის არც ერთი ფოტო არ უდევთ, თუმცა გიორგის ფოტოებზე ხშირად შევხვდებით იულიას კომენტარებს.
გიორგი ძირითადად ძაღლის კომპანიაში დებს ფოტოებს სოციალურ ქსელში, ეს უკანასკნელი კი მას, როგორც ცნობილია, მისმა ამჟამინდელმა მეუღლემ აჩუქა.
 „23 წელი სიდნეიში ცხოვრობდა, მანამდე მოსკოვში.
ორმოცის ხდება ახლა, ჩემზე ათი წლით უფროსია. ფანტასტიკური შეგრძნებაა, ორი დედა გყავს. მიფრთხილდებიან და ძალიან მაგარია“, – ამბობდა გიორგი ერთ-ერთ ინტერვიუში მის მეუღლეზე.

ყველა ახალი ამბავი
0