„წარმომიდგენია რას არ დააბრალებენ ახლა...“ – რა აკავშირებს ნინო ნადირაძეს პაატა სალიასთან

© photo: Nino Nadiradze / FBნინო ნადირაძე
ნინო ნადირაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღმოჩნდა, რომ ნინო ნადირაძე-კუზანოვა „რუსთავი 2"-ის ახალ გენდირექტორს 15 წელია იცნობს.

ექიმი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე-კუზანოვა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ახალ გენერალურ დირექტორთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. ნადირაძის თქმით, პაატა სალიას 15 წელია იცნობს და მეგობრობს მასთან.

პაატა სალია - Sputnik საქართველო
პაატა სალია: „მე ცივილურად მოვედი, რათა არხი გადავიბარო“

„იცით, არც არავის ქება მჩვევია და არც ვაზელინობა, ერთ ფაქტსაც ვერ დამიდებთ! ეს არის კრისტალურად სუფთა, იშვიათი ერთგულების, თავმდაბალი, ჭიანჭველასავით მუშა, თბილი ადამიანი და თავისი საქმის უბადლო პროფესიონალი, რომელმაც ნოლიდან არა, მინუსებიდან დაიწყო თავისი ცხოვრება (აფხაზეთიდან ლტოლვილობიდან) და მე მისი არც ერთი უწესო ნაბიჯი არ მინახავს ამ ხნის მანძილზე. ეს იმიტომ დავწერე, რომ წარმომიდგენია რას არ დააბრალებენ ახლა მას! თუმცა ჩემი დაცვა არ ჭირდება, მას საუკეთესო ადვოკატი ყავს - თავისივე წარსული“, – წერს ნადირაძე.

ქიბარ ხალვაშმა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის დირექტორად პაატა სალია დანიშნა და საჯარო რეესტრისგან მონაცემებში შესაბამისი ცვლილების რეგისტრაციაც ითხოვა.

რუსთავი 2 - Sputnik საქართველო
პაატა სალია: ჩვენი სარჩელი "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტების საქმიანობას ხელს არ უშლის

როგორც საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში წერია, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პარტნიორთა კრება გაიმართა. კრების გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია გათავისუფლდა ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობიდან და დირექტორად პაატა სალია დაინიშნა. მანამდე საჯარო რეესტრმა „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა.

სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 18 ივლისს „რუსთავის 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლოს განცხადებით, „რუსთავი 2“-ის საქმესთან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არც ერთი მუხლი არ დარღვეულა, მათ შორის არც სამართლიანი სასამართლოს უფლება.

ყველა ახალი ამბავი
0