16:45 06 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2796
  • 100 RUB4.6333
  • USD2.9573
ტელეკომპანია „რუსთავი 2“

„რუსთავი 2“-ის თანამშრომლების განცხადება: არ ვენდობით ხალვაშს

© Sputnik / Vladimir Umikashvili.
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ (192)
222 0 0

ტელეკომპანიის თანამშრომლები თვლიან, რომ ტელეკომპანიის გენდირექტორის ცვლილება არხის პოლიტიკაზე იმოქმედებს.

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის თანამშრომლები მხარდაჭერას უცხადებენ ტელეკომპანიის დირექტორს ნიკა გვარამიას და აცხადებენ, რომ ის არხის სარედაქციო პოლიტიკის მთავარი გარანტიაა, აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც Rustavi 2-ზე გავრცელდა.

საინფორმაციო და პოლიტიკური პროგრამების თანამშრომლები აცხადებენ, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებამ მათ იმედი გაუცრუა.

„მიგვაჩნია, რომ ნიკა გვარამიას ყოფნა გენერალური დირექტორის პოსტზე და მისი შრომითი კონტრაქტი იყო „რუსთავი 2“-ის სარედაქციო დამოუკიდებლობის მთავარი გარანტი, რადგანაც ნიკა გვარამია გამოხატავს, იცავს და იბრძვის იმ ღირებულებებისთვის, რომლებისთვისაც იბრძვის „რუსთავი 2“-ის ყველა თანამშრომელი. მისი კონტრაქტი კი “რუსთავი 2“-თან, რომელიც ძალაშია 2020 წლის 31 დეკემბრამდე, არის დამატებითი გარანტია თითოეული თანამშრომლისთვის, რომ არხზე არ შეიცვლება მენეჯმენტი და, შესაბამისად, ჩვენი სარედაქციო დამოუკიდებლობა იქნება გარანტირებული“, – აღნიშნულია განცხადებაში. 

ხალვაშის ადვოკატმა „რუსთავი2"-ის გადაფორმების პროცედურა უკვე დაიწყო >>>

ტელეკომპანიის თანამშრომლები არ ენდობიან ქიბარ ხალვაშის განცხადებას, რომ ის არ აპირებს არც სარედაქციო პოლიტიკის და არც კომპანიის თანამშრომლების შეცვლას, რადგან, მათი აზრით, ეს გამოჩნდა პირველივე წუთებში, როდესაც საჯარო რეესტრში ტელევიზიის წილების რეგისტრაციისთვის მისი ადვოკატი და არხის მომავალი დირექტორი პაატა სალია მივიდა სამთავრობო მედიის წარმომადგენლებთან ერთად ისე, რომ „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურისთვის არც კი უცნობებია და მათი პროდიუსერების სატელეფონო ზარებისთვისაც არ უპასუხია.

ხალვაში: „რუსთავი 2"-ზე სიტყვის თავისუფლება შენარჩუნდება, გვარამია წავა >>>

ტელეკომპანიის თანამშრომლები მოუწოდებენ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრს, არ დაარეგისტრიროს მესაკუთრეების ცვლილება, ვიდრე „რუსთავი 2“ არ გამოიყენებს უფლებას გაასაჩივროს გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში.

დღეს სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად ცნო ქართული სამართალწარმოებისადმი ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის იურისტებისა და მფლობელების ყველა პრეტენზია.

„რუსთავი 2“-ის მფლობელებმა სტრასბურგის სასამართლოს მას შემდეგ მიმართეს, რაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის მარტში ძალაში დატოვა ორი ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელისთვის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანია „პანორამასთვის" გადაცემის შესახებ.

გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის მფლობელების შეცვლის შესახებ საქართველოს საჯარო რეესტრის სააგენტოში შესაბამისი განცხადების შესვლიდან ორი საათის შემდეგ უკვე მიიღეს. ამიერიდან ტელეკომპანიის 60% ხალვაშს ეკუთვნის, კომპანია „პანორამას“ – 40%. ინფორმაცია უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

აქამდე ტელეკომპანიის წილები შემდეგნაირად იყო გადანაწილებული: „ტელეკომპანია საქართველო“ – 51%, ლევან ყარამანაშვილი – 22%, გიორგი ყარამანაშვილი – 18%, ნინო ნიჟარაძე – 9%.

 

თემები:
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ (192)

მთავარი თემები