„რა ლამაზი ბიჭია, კახას ძალიან გავს!“-  ანუკის და კახას ვაჟი იუბილარია (ფოტოები)

© Photo: Kakha Kaladze / FBანუკი არეშიძე
ანუკი არეშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამორჩეული ოჯახის პატარა უფლისწული 12 წლისაა. ნახეთ, ანუკი არეშიძემ და კახა კალაძემ შვილს დაბადების დღე როგორ და სად გადაუხადეს.

წარმატებული ქართველი დიზაინერის ანუკი არეშიძის და თბილისის ყველაზე მოდური მერის კახი კალაძის უფროსი ვაჟი-ლევანი იუბილარია. ბიჭს 12 წელი შეუსრულდა. კალაძეების ოჯახმა პირველ შვილიშვილს კახის გარდაცვლილი ძმის საპატივცემულოდ ლევანი დაარქვეს. ბიჭს მამასავით ფეხბურთისკენ აქვს მიდრეკილება.

სოციალური ქსელიდან ირკვევა, რომ მშობლებმა იუბილარს დაბადების დღე პარიზში გადაუხადეს. ვიწრო წრე და მხოლოდ ოჯახის წევრები-კახა, ანუკი, ლევანი და სამი ძმა ესწრებოდნენ ბიჭუნას დაბადების დღეს.
ლევანი იტალიის ერთ-ერთ ქალაქში- მილანში დაიბადა. ანუკი და კახი მოფერებით ბუბუს ეძახიან. ანუკი ლევანის ფოტოებს თაყვანისმცემლებს ხშირად უზიარებს და როგორც ირკვევა პატარა ბიჭი ძმების მიმართ დიდი მზრუნველობითა და სიბეჭიდით გამოირჩევა. ამის შესახებ დიზაინერმა არაერთი ვრცელი პოსტი დაწერა.„
იმედია, ისევე იზრუნებენ ერთმანეთზე და ისევე ეყვარებათ ერმანეთი, როგორც ახლა უყვართ... ლევანიკოს განსაკუთრებით უყვარს თავისი ნაბოლარა ძმა, ყოველთვის მეხმარება მის მოვლაში და უფლის მადლიერი ვარ, რომ ასეთი მზრუნველი ბიჭი მაჩუქა“, - ანუკი შვილის დადებით თვისებებს გულწრფელი სიტყვებით ეხმაურება.
კახამ და ანუკიმ 2008 წელს იტალიაში გაიცნეს ერთმანეთი, ხოლო ქორწილი საკმაოდ გვიან 2013 წელს ჰქონდათ. ზუსტად ერთი თვის წინ გრანდიოზული ჯვრისწერა გამართეს, სადაც ანუკის საკუთარი დიზაინით შექმნილი დიდი ბაფთით თეთრი კაბა ემოსა. წყვილს ოთხი შვილი ჰყავს- ლევან კალაძე 12 წლის, მეორე შვილი, კახაბერ კალაძე 2012 წელს შეეძინათ, ვაჩე კალაძე 5 წლისაა, ხოლო ყველაზე უმცროსი- ნიკოლასი რამდენიმე თვისაა.

ყველა ახალი ამბავი
0