ხელისუფლებამ მაღალმთიანი რეგიონების განვითარების სტრატეგია შეიმუშავა

გამოწერა
საქართველოს 1,73 ათასი მაღალმთიანი დასახლებული პუნქტის სამასი ათასზე მეტი მცხოვრები განსაკუთრებული შეღავათებით სარგებლობენ

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. მაღალმთიანი დასახლებების 2019-2023 წლების განვითარების სტრატეგია საქართველოს მთის განვითარებას ახალ დონეზე გაიყვანს, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

მაღალმთიანი რეგიონების განვითარების სტრატეგია 2019-2023 წლებში ადგილობრივი მოსახლეობის სხვადასხვა მიმართულებით ცხოვრების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. ქვეყნის ხელისუფლება განსაკუთრებით აქტიურად მუშაობს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების მიმართულებით, რათა მთის დასახლებები ცხოვრებისთვის მეტად მიმზიდველი გახდეს და ეს რაიონები არ დაიცალოს.

„ეს არის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია, რომელიც ახალ დონეზე აიყვანს მთის განვითარებას საქართველოში. ამ ხედვის მისაღწევად აუცილებელი იქნება მაღალმთიან რეგიონებში ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, სამეწარმეო საქმიანობის განვითარება, დასახლებებში მცხოვრებთა სოციალური მხარდაჭერა კიდევ უფრო მასშტაბური პროექტებით", - განაცხადა ბახტაძემ.

ახალი სტრატეგიის მიზანია, უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ჯანდაცვა და სხვა ხარისხიანი სერვისები, გაუმჯობესდეს დემოგრაფიული მდგომარეობა, განვითარდეს საგზაო და სხვა ინფრასტრუქტურა, გაიზარდოს საჯარო სერვისებისადმი ხელმისაწვდომობა.

კურორტ ბახმაროს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა>>

„თითოეული ამ მიზნის უკან არის კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც მათ შორის ითვალისწინებს გაზრდილ ინვესტიციებს ინფრასტრუქტურაში, კერძოდ, სასწრაფო დახმარების შენობების მშენებლობაში, ამბულატორიების მშენებლობაში, საბავშვო ბაღების, სკოლების, გზების მშენებლობა და რეაბილიტაცია და ასე შემდეგ", - აღნიშნა პრემიერმა.

კანონის „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" მოქმედების შედეგები

პრემიერის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ ხუთი წლის წინ მთის განვითარება პრიორიტეტული გახადა და მიიღო კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ".

„2016-2019 წლებში მაღალმთიანი განვითარების ფონდის ბიუჯეტმა 86 მლნ ლარი შეადგინა. წლების განმავლობაში ეს თანხა მოხმარდა ინფრასტრუქტურას, სოფლის მეურნეობას, სხვადასხვა სოციალური პროექტების დაფინანსებას", - აღნიშნა ბახტაძემ.

ლოიდ ო’ჰანლონი - Sputnik საქართველო
ავსტრალიიდან პირდაპირ აჭარაში, ანუ ქართული ფოლკლორის საოცარი ხიბლი

პრემიერის თქმით, კანონის ამოქმედებიდან სოციალური პროგრამების ფარგლებში გაიცა დაახლოებით 185 მლნ ლარი. აქედან თითქმის ნახევარი - 82 მლნ ლარი მოხმარდა საპენსიო დანამატებს.

მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე 66 მილიონი ლარია გამოყოფილი.

საქართველოს 1,73 ათასი მაღალმთიანი დასახლებული პუნქტის სამასი ათასზე მეტი მცხოვრები განსაკუთრებული შეღავათებით სარგებლობენ, მათ შორის, გაზრდილი პენსიებით, სოციალური პაკეტებით, შეღავათიანი ტარიფებით და სხვა პროგრამებით.

მაღალმთიანი მოსახლეობის განვითარების ფონდი 2015 წელს შეიქმნა, როდესაც ქვეყნის პარლამენტმა მიიღო კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ". კანონი ითვალისწინებს რიგ სოციალურ შეღავათებს ქვეყნის მაღალმთიანი რეგიონების მცხოვრებლებისთვის. ფონდის გარდა მაშინ შეიქმნა მთის განვითარების ეროვნული საბჭო, რომელსაც პრემიერი ხელმძღვანელობს.

ყველა ახალი ამბავი
0