02:26 19 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2395
  • 100 RUB4.4227
  • USD2.9232
აფთიაქში

ერთ ლარად მედიკამენტებს მალე კიდევ უფრო მეტი ადამიანი შეიძენს

© Sputnik / STRINGER
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ჯანდაცვა საქართველოში (56)
225 0 0

პრემიერ-მინისტრის თქმით, საუბარია 35 დასახელების მედიკამენტებზე, რომელიც ძირითადად 6 ქრონიკული დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. ერთ ლარად მედიკამენტების მიმღებ მოქალაქეთა წრე ფართოვდება, ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ისაუბრა.

მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო 2017 წლის 1 ივლისიდან ახორციელებს. პირველ ეტაპზე უფასო წამლებს სოციალურად დაუცველი პირები იღებდნენ. 2018 წელს სამინისტრომ ამ პროგრამის გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. 2018 წლის სექტემბრიდან მედიკამენტების მაქსიმუმ ნახევარ ფასად შეძენა შეეძლოთ პენსიონერებსა და შშმ პირებს.

„დღეიდან არსებული დიფერენცირება იხსნება და სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად, ყველა ჯგუფს, პენსიონერებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და სხვა ჯგუფებს შეეძლებათ მედიკამენტების შეძენა ერთ ლარად“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, საუბარია 35 დასახელების მედიკამენტებზე, რომელიც ძირითადად 6 ქრონიკული დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება.

„ეს გახლავთ გულსისხლძარღვთა, ფარისებრი ჯირკვლის, ფილტვის, დიაბეტის, ეპილეფსიის და პარკინსონის დაავადებები. მე საზოგადოებას ვპირდები, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ძალიან აქტიურ მუშაობას იმისთვის, რომ ჩვენი შეჭირვებული მოქალაქეებისთვის ჯიბიდან გადახდილი ხარჯები მედიკამენტებისთვის იყოს მინიმალური და ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

თემები:
ჯანდაცვა საქართველოში (56)

მთავარი თემები