Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„შოკში ვარ, როგორ შეიცვალე!“ – ნინი შერმადინს ვეღარ იცნობთ

© Facebook / Nini Shermadiniნინი შერმადინი
ნინი შერმადინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამერიკაში მოღვაწე ქართველი შემსრულებელი თაყვანისმცემლებს ახალ ფოტოებს უზიარებს. ნახეთ, როგორ გამოიყურება შეცვლილი ნინი შერმადინი.

31 წლის მომღერალმა წარმოუდგენელი გადაწყვეტილება რამდენიმე წლის წინ მიიღო. ოჯახი და მცირეწლოვანი შვილი საქართველოში დატოვა და შორს, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაოდ გაემგზავრა.

სხვადასხვა გადაცემებში იხსენებს, რომ მხოლოდ 200 დოლარით გაემგზავრა. დიდი ტკივილის მიუხედავად, ძალები მოიკრიბა და თამამი ნაბიჯები გადადგა ახალი ცხოვრებისკენ. ჩანს, რომ დაბრკოლებები ნინის არ აშინებს, გაძლიერდა და უკვე 5 წელზე მეტია შტატებში მოღვაწეობას განაგრძობს.
Instagram-ის მეშვეობით ირკვევა, რომ ცნობილი ქართველი მუსიკოსი საქართველოში ისვენებს. მან ბათუმში შვილთან ერთად გადაღებული ფოტოები ფანებს გაუზიარა და დიდი პოზიტივი გამოიწვია.
კონკურსები, საქველმოქმედო კონცერტები და ახალი ფსევდონიმი – ნინი დე როსი შერმადინის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
მიუხედავად იმისა, რომ ქართულ შოუ-ბიზნესში ინტენსიურად არ ჩნდება, მასზე საუბარს არ წყვეტენ.
ნინი კი ძველებური შემართებით ახალ სიმღერებს ამერიკიდანაც გვიზიარებს.

ყველა ახალი ამბავი
0