Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნინო ჩხეიძე ქმარს დაუბრუნდა – ფოტო

გამოწერა
ქართული შოუ-ბიზნესის ერთ-ერთმა თვალსაჩინო და გულახდილმა ვარსკვლავმა ცოტა ხნის წინ აღიარა, რომ ქმართან „ვირტუალური ოჯახი“ აქვს. მიუხედავად ამისა, ქალიშვილთან ერთად მეუღლეს საზღვარგარეთ ესტუმრა.

საქართველოში არიან ისეთი ვარსკვლავური წყვილები, რომელთა უერთმანეთოდ წარმოდგენა რთულია: ლელა წურწუმია და კახა მამულაშვილი (მამულიჩა), ლევან წულაძე (ჭოლა) და მანანა კოზაკოვა, დათო ევგენიძე და ნინო ჟვანია, ნიკუშა შენგელაია და ეკა ჭიჭინაძე და სხვები.

მათ რიგს ნინო ჩხეიძე და პროდიუსერი გიორგი კორახაშვილიც მიეკუთვნებიან. ნინოს და გიორგის ურთიერთობა მრავალ წელს ითვლის.
მომღერალი 21 წლის იყო, ხოლო ბიზნესმენი 22-ის, როდესაც ერთმანეთი გაიცნეს. წყვილს საერთო შვილიც ჰყავს. თინეიჯერს მარიკო ჰქვია და 14 წლისაა.
 ნინო ჩხეიძემ გადაცემაში "story/სთორი" ქმართან გაშორებაზე დიდი ტკივილით ისაუბრა. ქალაქური ფოლკლორის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ „ვირტუალური ოჯახი“ აქვთ და ერთად არ ცხოვრობენ. საკმარისია ნინო ჩხეიძის ოფიციალურ გვერდზე შეხვიდეთ, თქვენც შეამჩნევთ, რომ მეუღლესთან ერთად ფოტოებს იშვიათად აქვეყნებს.
უკრაინა, გერმანია, ისრაელი, საფრანგეთი, ბელგია – ეს იმ ქვეყნების მცირე ჩამონათვალია, სადაც წყვილი ერთმანეთს ხვდება. რამდენიმე წლის წინ ნინომ გულახდილად ისაუბრა ქმართან ურთიერთობაზე. გიორგი უკრაინაში ცხოვრობს და ახლა იქ მოღვაწეობს, ხოლო ნინომ კარიერა არ მიატოვა და საქართველოში პროფესიული ზრდისთვის დარჩა.
ნინო საზღვარგარეთ შვილთან ერთად მიემგზავრება ხოლმე მეუღლესთან შესახვედრად. გიორგი კი ნინოსთან გასტროლებზე ჩადის. სამწუხაროდ, ბიზნესმენს პოლიტიკური ნიშნითა და ახალი სამსახურის გამო ქვეყნის დატოვება მოუწია, მიუხედავად ამისა, წყვილი ოფიციალურად არ დაშორებულა.
მიუხედავად რთული პერიოდისა და დაკარგული მეგობრებისა, ნინო ჩხეიძემ აღიდგინა ძალები, დააფუძნა ბენდი NIO-band, შექმნა დახვეწილი და ჰაეროვანი თავსაბურავების ბრენდი NIO, გარდა ამისა რადიო „აფხაზეთის ხმის“ ეთერში შეგიძლიათ მოუსმინოთ მის გადაცემას „სტუმრად ნინოსთან“, რომლის ავტორი და წამყვანიც თავად მომღერალია.

ყველა ახალი ამბავი
0