Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ეს ბიჭები თიკას შემოქმედებაა“ – ფაცაციამ  შვილებთან ერთად არდადეგები მოიწყო

© Instagram / tikapatsatsiaთიკა ფაცაცია მეუღლესთან ერთად
თიკა ფაცაცია მეუღლესთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველასათვის საყვარელი მოდელი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია საზაფხულო შვებულებას ქალაქგარეთ სამ ვაჟთან ერთად ატარებს. ნახეთ, სად და როგორ ერთობა ულამაზესი დედა-შვილი.

საქართველოში ცხელი ზაფხული ცხელი პოლიტიკური ვითარებით დაიწყო. ცნობილმა ქართველმა ვარსკვლავებმა კი დასვენება საქართველოს მნიშვნელოვანი საკურორტო და ღირშესანიშნავი ადგილების პროპაგანდით განაგრძეს. მათ რიგს თიკა ფაცაციაც შეუერთდა.

უმშვენიერესმა და დახვეწილმა ტელეწამყვანმა შვილებთან ერთად კახეთის ისტორიული ცენტრი – თელავი მოინახულა. ფოტო-ვიდეოკადრები დიდი სიამოვნებითა და ენთუზიაზმით განათავსა სოციალურ ქსელში წარწერით „და კიდევ ერთხელ ვიმოგზაუროთ, აღმოვაჩინოთ, შევიყვაროთ და ვისიამოვნოთ“.
თიკა ფაცაციას სამი ვაჟი ბიზნესმენ დავით ანთელიძისგან ჰყავს. უფროსი – ანდრო თვრამეტი წლისაა, უმცროსი იოანე – ხუთის. ანდრო კალათბურთელია, წარმატებით თამაშობს და საქართველოს ნაკრების წევრია. თიკა საკმაოდ ყურადღებიანი დედაა, ცდილობს შვილებს ემეგობროს და ამავე დროს სიმკაცრეც შეინარჩუნოს. როგორც ფოტოებიდან ჩანს, თავისუფალ დროს ოჯახს უთმობს.
სულ ცოტა ხნის წინ უფროსმა შვილმა – ანდრომ დედას და მამას თანაცხოვრების 20 წელი სოციალური ქსელით მიულოცა და მშობლების ძველი ფოტოები გამოაქვეყნა. მათი ოჯახი მაშინ შეიქმნა, როცა თიკა მოდელობდა.
დავით ანთელიძე იმ დროისთვის ამერიკაში ცხოვრობდა, ფაცაცია ტელევიზორში ნახა და თბილისში დაბრუნების შემდეგ გადაწყვიტა, პირადად გაეცნო. მათი თავბრუდამხვევი სიყვარული დღემდე გრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0