Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მზეს ჰგავხარ!“ – ნინო ნადირაძე-კუზანოვამ უმაკიაჟო ფოტო გამოაქვეყნა

© photo: Nino Nadiradze / FBნინო ნადირაძე
ნინო ნადირაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
წარმატებული კარდიოლოგი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე თაყვანისმცემლების მიმართ გულახდილობით გამოირჩევა, ამიტომ კრიტიკას არ უშინდება და ფანებს მაკიაჟის გარეშე ფოტოებსაც უზიარებს.

21-ე საუკუნის ქალები თავის მოვლითა და ზრუნვით გამოირჩევიან. ყველა ცდილობს მიმზიდველად გამოიყურებოდეს. ამიტომ, სხვადასხვა ხერხს მიმართავენ, რათა ხიბლი არ დაკარგონ. ხოლო თუ ვარსკვლავებზე ვისაუბრებთ, მათ ცხოვრებაში იშვიათად დგება დღე, როდესაც მაკიაჟის გარეშე არიან.

ფოტოსესიები, პროექტები, თოქ-შოუები – ესაა მიზეზი იმისა, რომ სელებრითებს სულ უფრო და უფრო ნაკლებად ვხედავთ ბუნებრივი სილამაზით. თაყვანისმცემლები მუდამ მომხიბლავ ცნობილ სახეებს მაკიაჟითა და გრიმით ეჩვევიან და მათ მაკიაჟის გარეშე აკრიტიკებენ.
ნინო ნადირაძე ამ მხრივ სითამამით გამოირჩევა. 46 წლის ექიმი ცხოვრების საიდუმლო დეტალებსაც კი საყვარელ ადამიანებსა და მაყურებელს გულახდილად უზიარებს. სულ ცოტა ხნის წინ სახლში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც არ არის საგანგებოდ ჩაცმულ-მორთული.
მის ფოტოზე სიმწვანე დომინირებს. როგორც ჩანს, ნინომ შვებულება მოიწყო და სახლში ჰარმონიულად დაემალა ზაფხულის სიმხურვალეს. ფოტოებს კი „ტკბილი სახლი“, „გარუჯული“ და „ტკბილი ზაფხული“ დააწერა.
აღსანიშნავია, რომ ნინო ნადირაძე და გუგა კუზანოვი ამ ზაფხულს ერთადერთ ქალიშვილს ბაიას დააოჯახებენ. სავარაუდოდ, ოჯახში ქორწილისადმი სამზადისი დიდი ხნის წინ დაიწყო, რადგან ჯერ კიდევ მაისის თვეში სიძესა და მომავალ ნათესავებთან ოჯახური ვიდეო გამოაქვეყნეს და ქორწილი დააანონსეს.

ყველა ახალი ამბავი
0