Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

თამო ვაშალომიძემ დაბადების დღის კაბა საცვლების გარეშე მოირგო – ფოტო

© photo: Tamo Tamo Vashalomidze / FBთამუნა ვაშალომიძე
თამუნა ვაშალომიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი ქართველი ფოტომოდელი თამო ვაშალომიძე პოპულარობისთვის სხვადასხვა ხერხს მიმართავს.

უეცარმა ცნობადობამ მოდელი იმ ნაბიჯამდე მიიყვანა, რომ რამდენჯერმე ფართო მასების წინაში საცვლების გარეშე გამოჩნდა. ეს უკანასკნელი შემთხვევა კი უფრო მეტად გაგაკვირვებთ. უქმეებზე თამო ვაშალომიძემ წვეულება გამართა. სკანდალური ფოტომოდელი 26 წლის იუბილეს ზეიმობდა. დაბადების დღე ოქროყანის ერთ-ერთ ვილაზე აღნიშნა და საზოგადოება წამებში დააინტერესა.

თამომ დაბადების დღის წვეულებაზე საზოგადოებისთვის ცნობილი და ნაკლებად ცნობილი სახეები მიიწვია, მათ შორის დიზაინერი ზალიკო ბერგერი, ბლოგერი მერსი სულხანიშვილი და მოდელი დავით  ზირაქაშვილი (დუდი), ასევე ფოტომოდელის მეგობრები, რომლებიც მასთან ერთად ფოტოსესიებზე არაერთხელ გამოჩენილან.
გრანდიოზული დაბადების დღე, უზარმაზარი ტორტი და ლამაზი დეკორაციები თამოს კაბებმა დაჩრდილა. საღამოს მანძილზე მოდელმა ორი კაბა გამოიცვალა.
გრძელი, ტანზე გამოყვანილი, ვერცხლისფერი სექსუალური კაბა ვარდისფერმა თვლებით მორთულმა ქამრიანმა სამოსმა ჩაანაცვლა. ვარდისფერი კაბით მოჯადოებულმა სტუმრებმა იუბილარი მაგიდაზე აიყვანეს და სექსუალურმა ცეკვამაც არ დააყოვნა.
ფოტომოდელს იმდენად ლამაზი და გრაციოზული დღე გამოუვიდა, ვერ მოითმინა და დრონით გადაღებული ვიდეო დაბადების დღის მიწურულს ყველას გაუზიარა.
ვიდეოს 24 საათში 25 ათასამდე ნახვა აქვს.
მშვენიერი საღამო ხმაურითა და უზარმაზარი ფეიერვერკით დასრულდა.

ყველა ახალი ამბავი
0