სტიქია კახეთში: რა კრიტერიუმებით ანაზღაურდება სეტყვისგან მიყენებული ზარალი

© Aspindza City Hallსეტყვა
სეტყვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სადაზღვევო კომპანიებმა სრულად დაითვალეს მიყენებული ზარალი.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. კახეთის რეგიონში სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აგროდაზღვევის პროექტში ჩართულ ბენეფიციარებს აუნაზღაურდებათ, ნათქვამია სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, სადაზღვევო კომპანიებმა სრულად დაითვალეს მიყენებული ზარალი.

ყურძენი. ვაზი - Sputnik საქართველო
სტიქია კახეთში: ვის აუნაზღაურდება სეტყვისგან მიყენებული ზარალი

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს საოპერაციო დეპარტამენტის უფროსი ნატალია ხარატიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაის“ წარმომადგენლებთან ერთად გურჯაანის მუნიციპალიტეტში დაზარალებულ ნიკოლოზ ნადირაშვილს შეხვდა და სეტყვის შედეგად დაზიანებული ვენახები დაათვალიერა.

ასე მაგალითად, სოფელ მუკუზანის მკვიდრს, ნიკოლოზ ნადირაშვილს სეტყვის შედეგად დაუზიანდა ოთხი ნაკვეთი და გაუნადგურდა მოსავლის 30%. კომპანია „ჯიპიაი“ აღნიშნულ ბენეფიციარს  14 ათას ლარს აუნაზღაურებს, აცხადებენ სააგენტოში.

მიმდინარე წელს აგროდაზღვევის პროგრამაში სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პოლისის შესყიდვაზე თანამონაწილეობა ყველა კულტურაზე 70%, ხოლო ვაზზე 50%-ია.

„აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში, არაუმეტეს, 30 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ასევე, ნებისმიერ იმ ბენეფიციარს, რომელიც ფლობს უფრო მეტ მიწის ფართობს, 5 ჰექტარი მიწის ნაკვეთის დაზღვევისას, შეუძლია სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება მიიღოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ძლიერი ქარი - Sputnik საქართველო
უამინდობამ საქართველოში პრობლემები შექმნა

2019 წლის ივნისის თვის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 12 466 პოლისი; პროგრამაში ჩართულია 6 904 ბენეფიციარი; სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პრემიის სუბსიდიის თანხამ თითქმის 4,9 მლნ ლარი შეადგინა. დაზღვეულია 12 212 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთები, ხოლო მოსავლის ღირებულება ჯამში თითქმის 111 მლნ ლარია.

„ერთიან აგროპროექტს“ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს.  პროექტი  გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

ყველა ახალი ამბავი
0