„ოჯახი არ მაძლევს საშუალებას...“ - დიზაინერი ოცნებობს დილით ძროხის ზარის ხმამ გააღვიძოს

© Photo: Kakha Kaladze / FBანუკი არეშიძე
ანუკი არეშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიზაინერ ანუკი არეშიძეს სამი ოცნება აქვს, რომელიც ფიქრობს, რომ წლების შემდეგ აუსრულდება

დიზაინერი ანუკი არეშიძე ამბობს, რომ ყოველთვის თვითკრიტიკულია, თუმცა თავს მაშინ შეაქებს, როდესაც მისი ბრენდი წარმატებული იქნება, ბევრ კარგ მაღაზიაში გაიყიდება, როდესაც მისი შვილები კარგი ადამიანები იქნებიან, და როდესაც 50-60 წლის ასაკში სოფელში ექნება სახლი.

როგორც დიზაინერმა გადაცემა „სთორიში“ აღნიშნა, მისი ოცნებაა, სოფელში იცხოვროს.

„მინდა მქონდეს საკუთარი ვენახი, ბაღი, ბოსტანი თავისი ცხენებით. მეოთხე ბავშვის მერე ბევრი რამ შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში დამოკიდებულებაში ბუნების მიმართ. უფრო მეტად მიზიდავს ბუნება და მინდა, ქალაქისგან შორს ვიყო. ალბათ სადმე მაღალმთიან ადგილას ვიცხოვრებდი, სადაც ყოველ დილას იქნება ნისლი, ძროხები რო დადიან და ჩამოკიდებული ზარის ხმა რომ გაღვიძებს, ეგ არის ჩემთვის ოცნება. დღესვე წავიდოდი, მაგრამ ბავშვები, ოჯახი არ მაძლევს საშუალებას. 35 წლიდან წავიდოდი“, - ამბობს დიზაინერი.

ვისთან ერთად აღნიშნა ანუკი არეშიძემ დაბადების დღე – ფოტოები სოციალური ქსელიდან >>>

ანუკი არეშიძე 1 ივლისს 31 წლის გახდა. დიზაინერს და თბილისის მერს კახა კალაძეს ოთხი შვილი ჰყავთ. 

ყველა ახალი ამბავი
0