21:19 22 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2860
  • 100 RUB4.6659
  • USD2.9759
Инга Григолия

„ჩაისვარა, ქადჟი...“ – ინგა გრიგოლია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეზე

© photo: Izosia / FB
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
48801

ინგა გრიგოლია ფიქრობს, რომ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარისნაირი ჩინოვნიკები „ქართულ ოცნებას“ არცხვენენ.

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის ლევან ონიანის კომენტარს სოციალური ქსელით პასუხობს. გრიგოლიამ ონიანის საქციელი, რომელმაც უარყო, რომ კომენტარი ჟურნალისტს ეხებოდა, „ჩასვრად“ შეაფასა.

„ყველა ხელისუფლების პრობლემა არიან ასეთი სამარცხვინო ჩინოვნიკები და ყველა ხელისუფლებას ღუპავენ ასეთი ქადჟები. რუსთავის საკრებულოს ხელმძღვანელობს ეს კაცი. გრიგოლიას არ ვგულისხმობდიო. ჩაისვარა მერე, არადა ინტერვიუს დროს წერდა. „ქართულ ოცნებას“ არ უტყდება ნეტა ასეთი ჩინოვნიკები?“ – წერს გრიგოლია.

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს სოციალურ ქსელში აკრიტიკებენ. ლევან ონიანის „ფეისბუქის“ გვერდზე ნეგატიური კომენტარები მას შემდეგ გაჩნდა, რაც სოციალური გვერდის ერთ-ერთი მომხმარებლის სტატუსის ქვეშ მისი კომენტარი „ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის“ მასმედიით გავრცელდა.

ასე რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, სავარაუდოდ, ტელეწამყვან ინგა გრიგოლიასა და შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას ინტერვიუს გამოეხმაურა. თუმცა, საკრებულოს თავმჯდომარემ ცოტა ხანში კომენტარიც წაშალა და ისიც უარყო, რომ კომენტარში ინგა გრიგოლიას გულისხმობდა.

მთავარი თემები