15:22 21 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3088
  • 100 RUB4.6461
  • USD2.9718
მაიკო კაჭკაჭიშვილი

„ვანო მერაბიშვილი არის ბიძაჩემი, აზრზეც ვერ მოხვალთ რა მაგარი კაცია“ – კაჭკაჭიშვილი

© FB / Veriko Turashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (737)
109710

კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი გიორგი გახარიას ინტერვიუს გამოეხმაურა.

კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გუშინდელ ინტერვიუს აფასებს. მისი თქმით, გახარია ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილთან ახლოსაც ვერ მივა.

ამასთან, კომპოზიტორმა აღნიშნა, რომ ამჟამად პატიმრობაში მყოფი მერაბიშვილი მისი ბიძაა. 

„ვანოს ბებია და მამაჩემის ბაბუა არიან და-ძმანი. ეს ერთი, და თავი შეიკავეთ უხამსი კომენტარებისგან. ვანო ასეთი ამბის გამოა დაჭერილი და გახარია გვიმტკიცებს, რომ ძალიან ემოციური ადამიანია და ელჩებთან ერთად უყურებდა ამ ყველაფერს? თქვენ აზრზეც ვერ მოხვალთ ვანო რა მაგარი კაცია, იმიტომ კი არა რომ ბიძაჩემია, ძალიან ძლიერია და მაგიტომ“, – წერს კომპოზიტორი.

გუშინ „ტვ პირველის“ თოქ-შოუ „რეაქციაში“ გიორგი გახარია სტუმრობდა.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (737)

მთავარი თემები