მამისონის უღელტეხილზე მეწყერი ჩამოწვა

© photo: Sputnik / Stringerსაცობი
საცობი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უხვმა ნალექმა მამისონის უღელტეხილზე პრობლემები შექმნა.

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)–ალპანა–მამისონის უღელტეხილის გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, აღნიშნულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, უხვი ნალექების შედეგად აღნიშნული საავტომობილო გზის 147-149 კმ მონაკვეთზე ჩამოსულია დიდი მოცულობის კლდოვანი მასა.

გზის გაწმენდამდე აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

 

ყველა ახალი ამბავი
0