07:33 23 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2487
  • 100 RUB4.4689
  • USD2.9336
მარიამ სანოგო

აფრიკული წარმოშობის ქართველმა მოდელმა შვილის ფოტოები გამოაქვეყნა

© Photo: Mariam Sanogo / FB
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (390)
1556220

შოკოლადისფერი გოგონას მიმართ ყურადღება არასდროს წყდება, მით უმეტეს, როდესაც ქართულად იწყებს საუბარს.

ქართულ სამოდელო სივრცეში ეგზოტიკური გარეგნობა უცხო და თვალშისაცემია. მარიამ სანოგო დედით ქართველი, ხოლო მამით აფრიკელია, კერძოდ, ბურკინა-ფასოდან არის.

მისმა მშობლებმა ერთმანეთი საფრანგეთის ერთ-ერთ უნივერსიტეტში გაიცნეს. მარიამიც იქ დაიბადა, მაგრამ მისი მშობლები მალე დაშორდნენ და ის დედასთან ერთად 18 წელია, რაც თბილისში ცხოვრობს.
ულამაზეს გოგონას „ტვ იმედზე“ „ქრონიკის“ გამოშვების ბოლოს ამინდის პროგნოზი მიჰყავს.
გარდა ამისა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს, მუსიკითა და ფრანგული ენით არის დაინტერესებული.
სულ ცოტა ხნის წინ დაოჯახდა და ჰყავს რამდენიმე თვის ვაჟი – ზუკა. მისი რჩეული კი ოპერატორი გიორგი ლაშქარაძეა, რომელსაც მანამდე 3 წელი იცნობდა.

 

თემები:
სელებრითების ცხოვრება (390)

მთავარი თემები