8 წუთი ბათუმიდან ქობულეთამდე – ბათუმის შემოვლითი გზის პერსპექტივა

© Roads Department of Georgiaშემოვლითი გზა
შემოვლითი გზა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამშენებლო სამუშაოები 2018 წელს დაიწყო და 2020 წელს დასრულდება.

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. ბათუმის შემოვლითი გზის 13-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა 2020 წელს დასრულდება, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

აჭარის ტურისტულ ზონას ტრანსპორტისგან განტვირთავენ>>>

პროექტის დასრულების შემდეგ ბათუმის შემოვლითი გზა, ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად, სრულიად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში და გზის დასაფარად საჭირო დრო 30-40 წუთიდან 8 წუთამდე შემცირდება. გარდა ამისა, საკურორორტო ზონაში მნიშვნელოვნად გაჯანსაღდება ეკოლოგიური მდგომარეობა.

პროექტის ფარგლებში აშენდება ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, ოთხი სატრანსპორტო კვანძი, ხუთი გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი.

ანაკლია - Sputnik საქართველო
რამდენს დახარჯავს საქართველოში ევროკავშირი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე

სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გაეცნო ვიცე-პრემიერთან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად.

მთავრობის მეთაურმა ახლად აშენებული გვირაბი დაათვალიერა და მიიღო ინფორმაცია პროექტის ტექნიკური პარამეტრების, არსებული შენობა-ნაგებობების მშენებლობის თავისებურებებისა და სამშენებლო ტექნოლოგიების შესახებ.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს წყალგამტარი მილების და მიწისქვეშა გასასვლელების მოწყობა, ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა.

ახალი შემოვლითი გზა გაივლის მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.

ამჟამად არსებული გზა გადის ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში, რაც ართულებს საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტის მიმოსვლას.

პროექტი ფინანსდება აზიის განვითარების ბანკთან (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან (AIIB) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებების ფარგლებში. ხელშეკრულების ღირებულება თითქმის 330 მილიონი ლარია.

სამშენებლო სამუშაოები 2018 წელს დაიწყო და 2020 წელს დასრულდება.

ყველა ახალი ამბავი
0