Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„დედისტოლა ქალბატონია, პირად ამბავს შეეხო...“ – რა მოხდა ია ფარულავას და ანუკის შორის

© FB / Anoukiანუკი არეშიძე
ანუკი არეშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანუკი არეშიძე ამბობს, რომ ხანდახან ისე ნერვიულობს, დღეების განმავლობაში საკვებს არ იღებს.

დიზაინერი ანუკი არეშიძე ამბობს, რომ ბულინგის მსხვერპლი ხშირად გამხდარა და ხანდახან დღეები არ უჭამია ნერვიულობის გამო. გადაცემა „სთორიში“ დიზაინერმა ერთი შემთხვევა გაიხსენა, როდესაც ერთ-ერთი ცნობილი ქალბატონისგან უსამართლო კრიტიკის მსხვერპლი გახდა.

კახა კალაძე ანუკი არეშიძე - Sputnik საქართველო
„ჩემი გულის დედოფალო...“ – კახა კალაძე ანუკი არეშიძეს დაბადების დღეს ულოცავს

მისი თქმით, ქალმა ის რუსულის არცოდნის გამო გააკრიტიკა. 

„მე მომწონდა ის ქალბატონი, გარეგნულადაც და საქმიანობითაც. მივწერე, „მისაბაძი იყავით ყოველთვის და გული დამწყდა“. და ბოდიში მომიხადა. კრიტიკა რომ ყოფილიყო სწორი, არ მივწერდი. ძალიან ვინერვიულე, ასაკიანი ქალბატონი იყო და მაშინ 23 წლის ვიყავი. დედისტოლა ქალბატონია. დღეს რომ ვხვდებით ერთმანეთს, ძალიან სასიამოვნოდ და კარგად ვხვდებით. ვაპატიე, თუმცა საპატიებელიც არ იყო, თავისი აზრი გამოთქვა ერთადერთი, რაც მეუხერხულა, ის იყო, რომ ოდნავ პირად ამბავს შეეხო“, – ამბობს დიზაინერი.

ანუკი არეშიძემ ინტერვიუში არ დაასახელა, თუმცა ალბათ ყველა მიხვდა, რომ ის მსახიობ ია ფარულავაზე საუბრობდა, 
ანუკი არეშიძე - Sputnik საქართველო
უფლის მადლიერი ვარ, რომ ასეთი მზრუნველი ბიჭი მაჩუქა – ანუკი არეშიძე
რომელმაც 2013 წელს ის ერთ-ერთ უკრაინულ არხთან რუსული ინტერვიუს გამო გააკრიტიკა. მაშინ არეშიძის რუსული დიდი ხნის მანძილზე განხილვის საგნად იქცა. ვიდეოში კარგად ჩანდა, რომ არეშიძე რუსულს ვერ ფლობდა, მაგრამ ამის მიუხედავად ჟურნალისტთან თარჯიმნის გარეშე საუბრობდა.

მაშინ ეს ვიდეო ია ფარულავამ შემდეგი სტატუსით გამოაქვეყნა:

„შვილო, ქართულად ილაპარაკე, თუ რუსული არ იცი. შემრცხვა“. მოგვიანებით კი კარგი რუსულის მასწავლებელიც ურჩია და თან დააყოლა, რომ თარჯიმნის დაქირავება ნახევარი „ტუფლის“ ფულიც არ დაუჯდება.

ყველა ახალი ამბავი
0