„მოხუცი ქალი ვიპოვეთ ქუჩაში, რასაც ხედავთ, ამის მეტი არაფერი აქვს...“ – აკა სინჯიკაშვილი

CC0 / Pixabay / მოხუცი ქალი
მოხუცი ქალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აკა სინჯიკაშვილი საზოგადოებას ქველმოქმედებისკენ მოუწოდებს.

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. სცენარისტი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ქუჩაში მოხუცი ქალი იპოვა, რომელსაც პირადობის მოწმობის გარდა არაფერი აბადია.

აკა სინჯიკაშვილი სოციალური ქსელის მომხმარებლებს ქველმოქმედებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ქალი ასე დიდხანს ვერ იცოცხლებს.

„რაღაცას რომ მისცემ, მაშინვე ესე ტირილს იწყებს და აი გული გაგისკდება რა. ზამთარი როგორ გადაიტანა, მართლა არ ვიცი. სასწრაფოდ უნდა ვუშველოთ რაღაცა, თორემ ეს ქალი დიდხანს ვერ გაძლებს ასე. იქნებ პატარა ოთახი ვუქირავოთ, საჭმელი სჭირდება, ექიმი და წამლები სასწრაფოდ. მისამართი თუ ექნება, მერე სოციალურიც დაენიშნება და სახელმწიფოსგანაც მიიღებს დახმარებას“, – წერს აკა სინჯიკაშვილი.

მოხუცი წყვილი - Sputnik საქართველო
სიყვარულზე ღირებული არაფერი შეუქმნია ღმერთს ამ ქვეყნად - მოხუცი წყვილის ემოციური ვიდეო

მისი თქმით, ქალს ქუჩაში ძილისგან მთლიანად შერყეული აქვს ჯანმრთელობა, კლინიკაშიც მისაყვანია. 

„ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე – ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი, GE35BG0000000144817300, აკაკი სინჯიკაშვილი; თიბისი ბანკი, GE90TB7603845061100016, აკაკი სინჯიკაშვილი, თიბისი ფეიში მოძებნეთ "ქველმოქმედება" და შემდეგ პირველივეა "ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს". უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით“, – წერს აკა სინჯიკაშვილი.

ყველა ახალი ამბავი
0