Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„იმედია, ლამაზ მეუღლეს უერთგულებს“ – ნინო კუზანოვამ სიძესთან ოჯახური ფოტო გამოაქვეყნა

© FB/ Nino Nadiradze-kuzanovaნინო ნადირაძე-კუზანოვა ვენაში
ნინო ნადირაძე-კუზანოვა ვენაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინო და გუგა კუზანოვები სულ მალე ქალიშვილს ათხოვებენ. მათი შვილის რჩეული კი საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია.

რამდენიმე თვეა საზოგადოების ნაწილი აქტიურად განიხილავს ნინო ნადირაძე-კუზანოვას ოჯახში მატებას.

მომავალმა სიდედრმა Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელზეც ოჯახული იდილია კარგად ჩანს.
სწორედ ამ ვიდეო-მიმართვით ნინო კუზანოვამ ფართო საზოგადოებას მომავალი სიძე და ახალი ოჯახი გააცნო. ხუმრობით აღნიშნავს, რომ ეს არის ძალიან მძიმე, მაგრამ ასატანი. ასევე კმაყოფილი და ბედნიერები არიან მომავალი ნათესავები.
როგორც ირკვევა, ბაია კუზანოვას რჩეული გიორგი ბეჟაშვილია. ნებისმიერ შემთხვევაში, ერთი ნათელია – მომავალი ცოლ-ქმარი ერთად მიმზიდველად გამოიყურებიან.
ბაიამ კი ოჯახურ ტრადიციას არ უღალატა და მომავალ პროფესიად სამედიცინო სფერო აირჩია. სულ ცოტა ხნის წინ უნივერსიტეტი წარმატებით დაასრულა. ახლა ბაია მამასთან გუგა კუზანოვთან ერთად ოპერაციებსაც ესწრება.
როგორც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ოჯახმა ქორწილი ამ ზაფხულს დააანონსა.

ყველა ახალი ამბავი
0