Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„შორე, ასეთი არავის გვინახიხარ!“- როგორ გამოიყურებოდა ბეგაშვილი საკუთარ იუბილეზე

© Facebook / Shorena Begashviliშორენა ბეგაშვილი
შორენა ბეგაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნახეთ, როგორია მადისაღმძვრელი სხეული და ორიგინალური დაბადების დღე. ვარსკვლავის გადაწყვეტილება გაგაოცებთ!

შორენა ბეგაშვილის სექსუალური იმიჯი აღარავის უკვირს, მაგრამ უჩვეულო ვითარებაში დაბადების დღის გადახდა-ახალი ტრენდი და მისი სტილია. გუშინ, მსახიობსა და ტელეწამყვანს შორენა ბეგაშვილს 37 წელი შეუსრულდა და თაყვანისმცემლებს დაბადების დღის ულამაზესი ფოტოები დაუღალავად გაუზიარა.

მიუხედავად იმისა, რომ დაბადების დღე გუშინ ჰქონდა, მის ოფიციალურ გვერდზე დღესაც არ წყდება კეთილი სურვილები და მოსალოცი ბარათები. უჩვეულო ვითარებასა და ღია ცის ქვეშ, ზაფხულის ერთ ლამაზ დღედ გადააქცია შორენას საკუთარი იუბილე.
ვარდისფერი საცურაო კოსტიუმი, ვარდისფერი ბრჭყვიალა ბუშტები და ცისფერი აუზი ჰარმონიულად ერწყმოდა მის განწყობასა და იუბილეს.
შორენამ Instagram- ზე ვიდეო გააზიარა, რომელშიც მისი პოზიტიური განწყობა და დაბადების დღისადმი ორიგინალური მიდგომა კარგად ჩანს.
შორენას სახე უბრწყინავს, და დადებით ემოციებს ყველას უზიარებს, ამიტომ მის ვიდეოს 40 ათასზე მეტი ნახვა აქვს.

ყველა ახალი ამბავი
0