Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„არა მგონია სინამდვილეში ასეთი უშნო იყო“ – რატომ გააკრიტიკეს ნინი ბადურაშვილი

© Photo: Nini Badurashvili / FBნინი ბადურაშვილი
ნინი ბადურაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი ქართველი მომღერალი და ტელეწამყვანი ნინი ბადურაშვილი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. საინტერესოა, მის გარეგნობაში რა არ მოეწონათ თაყვანისმცემლებს?

ერთ-ერთ წარმატებულ ქართველ მომღერალს ბავშვობიდან განიხილავენ. მის მიმართ ინტერესი 2012 წლის შემდეგ გაიზარდა, როდესაც ნინი მოსკოვში მცხოვრებ ბიზნესმენ ირაკლი კუტალაძეს გაჰყვა ცოლად. თუმცა, რამდენიმე ხნის შემდეგ გრანდიოზული ქორწილი სკანდალითა და ხმაურიანი დაშორებით დასრულდა.

ზაფხულის სეზონი დაიწყო და ვარსკვლავებიც თავს გვაწონებენ საცურაო კოსტიუმებით და გამომწვევი ჩაცმულობით. სელებრითების Instagram-ზე მინიმალური ტანისამოსი და მაქსიმალური სიმხურვალე ჭარბობს.
ბუნებრივია, ვარსკვლავების ფოტოებზე, კომპლიმენტებთან ერთად, მრავლადაა კრიტიკაც. მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავს უარყოფით კონტექსტში იშვიათად განიხილავენ, მან თავი ვერ აარიდა მძაფრ და უსიამოვნო კომენტარებს.
ფოტოზე ნათლად ჩანს ნინის შოკოლადისფერი რუჯი, ნავარჯიშები კუნთები და სექსუალური სხეული. ვარსკვლავი ზაფხულს სრულ მზადყოფნაში შეხვდა. მაგრამ გასაკვირია, ნინი ბადურაშვილის მიერ ამ საცურაო კოსტიუმში გამოქვეყნებულმა ფოტომ თაყვანისმცემლები რატომ გააღიზიანა.
ფოტოზე ნეგატიური კომენტარები ნინის სიგამხდრესა და ფეხის კუნთს მოჰყვა, რომელიც წონის გამო მეტად გამოკვეთილია და რუჯის ფონზე მკვეთრად ჩანს. Instagram-ის ხელმომწერების რეპლიკებმაც არ დააყოვნა. ფოტოზე დართულ რამდენიმე კომენტარს გთავაზობთ, რასაც ნინა ეხმაურება.
„ალბათ ფოტოშოპმა აურია, ბარძაყი მოჭმუჭნულა თუ რა დაემართა?“ - წერს მომხმარებელი ni_nuc, რაზეც ნინი ბადურაშვილმა უპასუხა - „კუნთია, და რაც შეეხება ფოტოშოპს - არასდროს ვიყენებ!“; „ეს სურათი წაშალე! არ გიხდება ასეთი სიგამხდრე“ - წერს tbsm77bobi; „არამგონია სინამდვილეში ასეთი უშნო იყო“- აკომენტარებს mysweetheartkids2.

 

ყველა ახალი ამბავი
0