12:13 19 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3088
  • 100 RUB4.6461
  • USD2.9718
ციხე

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმე: მირზა სუბელიანი საპატიმროს 8 ივლისს დატოვებს

CC0 / Pixabay
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
მკვლელობა ხორავას ქუჩაზე – საქმის ახალი დეტალები (32)
133 0 0

მირზა სუბელიანი თბილისის საქალაქო სასამართლომ მიმდინარე წლის მარტში დანაშაულის დაფარვაში დამნაშავედ ცნო და 1 წლითა 1 თვით პატიმრობა შეუფარდა.

თბილისი, 7 ივლისი - Sputnik. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეში დანაშაულის დაფარვის ბრალდებით მსჯავრდებული მირზა სუბელიანი პენიტენციურ დაწესებულებას ხვალ, 8 ივლისს დატოვებს, იუწყება ტელეკომპნია Imedi.

16 წლის მოსწავლეების დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა. ორივე მოზარდი ხორავას ქუჩაზე 2017 წლის 1 დეკემბერს მომხდარი №51 და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლების უფროსკლასელების მასობრივი ჩხუბის შედეგად დაიღუპა. დადუნაშვილი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა, სარალიძე კი მეორე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

იმ პერიოდში სუბელიანი საქართველოს პროკურატურაში ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში მუშაობდა. 2017 წლის 3 დეკემბერს სუბელიანმა პროკურატურაში თანამდებობა დატოვა.

საქართველოს პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი სუბელიანი, ვისი შვილიც ჩხუბში მონაწილეობდა, 2018 წლის 9 ივნისს საქმის ხელახალი გამოძიების ფარგლებში დააკავეს. მას ბრალი დასდეს იმაში, რომ 1 დეკემბრის ღამეს ნათესავებთან იმყოფებოდა, რომელთაც მკვლელობის საქმეში ჰქონდათ ბრალდებულთა და მოწმეთა სტატუსი. საუბრისას სუბელიანმა გაიგო ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ, რის შესახებაც არ აცნობა სამართალდამცველებს.

სუბელიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე „დანაშაულის შეუტყობინებლობის" მუხლით აღიძრა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე „დანაშაულის დაფარვის" მუხლით გადააკვალიფიცირა.

მირზა სუბელიანი თბილისის საქალაქო სასამართლომ მიმდინარე წლის მარტში დანაშულის დაფარვაში დამნაშავედ ცნო და 1 წლითა 1 თვით პატიმრობა შეუფარდა.

მირზა სუბელიანს პატიმრობის ვადა 8 ივლისს ეწურება. 

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციებში სუბელიანი სხვა შესაძლო ბრალეულობაზეც არის საუბარი. კერძოდ კი, კომისია მიიჩნევს, რომ სუბელიანმა მისი ჩარევის შედეგად, გამოძიების მიკერძოებულობა გამოიწვია, ასევე ზემოქმედება მოახდინა გამოსაკითხ პირებზე, გამოძიებას ხელი შეუშალა და ცრუ ჩვენება მისცა.

რაც შეეხება მოსწავლეების მკვლელობის საქმეს, ამ დანაშაულის ჩადენისთვის ორი არასრულწლოვანი დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის 31 მაისს დაკავებული გ.ბ. დადუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. რაც შეეხება სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს, სასამართლომ იგი სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ და 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლოს მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძვლად დასახელდა ის, რომ ბრალდების მხარეს არასაკმარისი მტკიცებულებები ჰქონდა. 

2019 წლის 3 ივნისს გამართულმა სააპელაციო სასამართლომ კი სისხლიან გარჩევაში მონაწილე გ.ჯ. დავით სარალიძის წინასწარ განზრახვით ჯგუფურ მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. გარდა ამისა, 4 ივნისს მოსამართლის განჩინების საფუძველზე ხორავას ქუჩაზე ერთ-ერთი მოკლულის დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის ბრალდებით დააკავეს სისხლიანი გარჩევის კიდევ ერთი მონაწილე მიხეილ კალანდია.

თემები:
მკვლელობა ხორავას ქუჩაზე – საქმის ახალი დეტალები (32)

მთავარი თემები