07:48 21 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3088
  • 100 RUB4.6461
  • USD2.9718
საპროტესტო აქცია. მე-17 დღე

პროტესტის მე-17 დღე: თავისუფლების მარში თბილისში და მოთხოვნა - „გახარია, წადი“

© Sputnik / Shota Nozadze
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (369)
107 0 0

თბილისში პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციების ორგანიზატორებმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს

თბილისი, 6 ივლისი - Sputnik. მომიტინგეებმა პროტესტის მე-17 დღეს მოაწყვეს მსვლელობა პარლამენტიდან მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრამდე და იქ ხმაურიანი საპროტესტო აქცია მოაწყვეს, ადგილიდან იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

Акция протеста в столице Грузии. Семнадцатый день
© Sputnik / Shota Nozadze
საპროტესტო აქცია. მე-17 დღე

მომიტინგეთა მოთხოვნა უცვლელი რჩება - გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია, როგორც 20-21 ივნისის ღამეს პოლიციის ქმედებებზე პასუხისმგებელი პირი. პოლიციამ მომიტინგეთა ორსაათიანი მოგერიების შემდეგ, რომლებიც პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. არეულობის დროს დაიჭრა 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი. რეზინის ტყვიების მოხვედრის შედეგად ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა.

თბილისში არეულობის ფაქტზე დაკავებულ ოთხ პირს პატიმრობა შეეფარდა >>

დღევანდელ მსვლელობას ორგანიზატორებმა მისცეს „თავისუფლების მარშის“ სახელი, როგორც გასული შაბათის მსვლელობა. მაშინ მომიტინგეებმა ფეხით დაახლოებით ერთი კილომეტრი გაიარეს - პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე, სადაც ყოველდღიურად 19:00 საათიდან საპროტესტო აქციები იმართება. ამჯერად მსვლელობის მონაწილეების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა, მანძილი კი გაიზარდა - დაახლოებით 2 კილომეტრი, თანაც აღმართი.

Акция протеста в столице Грузии. Семнадцатый день
© Sputnik / Shota Nozadze
საპროტესტო აქცია. მე-17 დღე

„თავისუფლების მარშის“ მონაწილეებმა, რომლებსაც ტრადიციულად ეკავათ დროშები და ბანერი „გახარია, წადი“ და „ნუ მაბრმავრებ“, ბიზნეს-ცენტრისკენ ვიწრო ქუჩებით გაიარეს. მსვლელობის დროს რაიმე ექსცესი არ მომხდარა.

Акция протеста в столице Грузии. Семнадцатый день
© Sputnik / Shota Nozadze
საპროტესტო აქცია. მე-17 დღე

მსვლელობაში ახალგაზრდობასთან ერთად პარტიული აქტივისტებიც მონაწილეობდნენ.

„ჩვენ ყოველდღე 7 საათზე ვდგავართ პარლამენტის წინ . ყოველდღე ჩვენი აქცია სულ უფრო უკეთესი იქნება და არავინ დაიღლება. რუსთაველს ვაქცევთ საერთაშორისო სცენად კულტურის მოღვაწეებისთვის, ინტელიგენტებისთვის, ინტელექტუალებისთვის. ჩვენ გვექნება დისკუსიები, განხილვები, კონცერტები, გამოფენები. რუსთაველი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდება. მთელი მსოფლიო ჩვენ გვიყურებს“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა.

მისი თქმით, კვირას აქციაზე პარლამენტთან სიტყვით გამოვლენ მწერლები, პოეტები და ისტორიკოსები.

ორშაბათიდან კი აქციები სახეს შეიცვლის: პარლამენტთან მოეწყობა ტენტი, სამუშაო სივრცე იმათთვის, ვისაც პროტესტის შეთავსება სამსახურთან სურს, იქნება ნაჩვენები ფილმები და სხვადასხვა თემებზე დისკუსიები გაიმართება.

თემები:
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (369)

მთავარი თემები