სად არის საუკეთესო ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში

© photo: Sputnikბათუმის მერია
ბათუმის მერია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინდექსი ითვალისწინებს საჯარო ინფორმაციის აქტიურ გავრცელებას, ელექტრონულ მმართველობას და მოქალაქეთა მონაწილეობას

თბილისი, 6 ივლისი - Sputnik. ბათუმის ადგილობრივმა ხელისუფლებამ (მერია, საკრებულო) პირველი ადგილი დაიკავა ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მიხედვით მთელი საქართველოს მასშტაბით, ნათქვამია კვლევის ვებგვერდზე.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი შემუშავდა კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის (CTC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI), მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC) და ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს (OSGF) ერთობლივი მუშაობის შედეგად.

საქართველოს დროშა და გერბი - Sputnik საქართველო
საქართველომ კანონის უზენაესობის ინდექსში 41-ე ადგილი დაიკავა

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი განისაზღვრა კვლევის შედეგად, რომელიც ქვეყნის 64 რაიონში ჩატარდა.

ინდექსი განისაზვრება სამი ბლოკის შედარების შედეგად: საჯარო ინფორმაციის აქტიური გავრცელება, ელექტრონული მმართველობა და მოქალაქეთა მონაწილეობა. ბათუმმა დაიმსახურა 100%-დან 61% და 11%-ით გაუსწრო 2017 წლის საუკეთესო შედეგს, რომელიც რუსთავში დაფიქსირდა.

საქართველომ პრესის თავისუფლების რეიტინგით სომხეთსა და აზერბაიჯანს გაუსწრო >>

ბათუმის გარდა, საუკეთესო შედეგი აჩვენა შემდეგმა რაიონებმა: რუსთავი - 57%, ლაგოდეხი - 56%, ზუგდიდი - 55%, თეთრიწყარო - 52%. ამასთან ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ახალქალაქში - 6%, ნინოწმინდაში - 7%, ასპინძაში - 7%, ადიგენში - 8% და სამტრედიაში - 9%.

ყველა ახალი ამბავი
0