15:46 06 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (371)
120 0 0

გოგონა კლინიკიდან გაწერისთანავე გეგმავს მოშიმშილეებს შეუერთდეს

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik.  შეკვეთილში პროტესტის ნიშნად მოშიმშილე ხათუნა ბერიძე შეუძლოდ გახდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შეკვეთილში, მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან მეთერთმეტე დღეა რამდენიმე ადამიანი შიმშილობს. ამის პარალელურად, იმართება აქციები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მითხოვნით.

 „სასწრაფო დახმარების“ ბრიგადამ ბერიძეს პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინა, როს შემდეგაც იგი ფოთში გადაიყვანეს. კლინიკაში მას სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება. კლინიკასთან ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იმყოფებიან. 

 „მოშიმშილეების მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება, მაგრამ ეს ადამიანები არ აპირებენ შიმშილობის შეწყვეტას. ხათუნა ბერიძეს შაქარი აქვს დავარდნილი, წნევა აქვს დაბალი, თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. სამედიცინო დაწესებულების დატოვების შემდეგ კვლავ მოშიმშილეებს შეუერთდება“, –  განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ბონდო თედორაძემ.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც 20 ივნისს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა და რუსულ ენაზე მიმართა სხდომაზე შეკრებილებს. გავრილოვი საქართველოში მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სესიასთან დაკავშირებით იმყოფებოდა. 21 ივნისის ღამეს ანტირუსული აქცია არეულობაში გადაიზარდა. დაშავდა 240 ადამიანი, პოლიციამ დააკავა 300-ზე მეტი მომიტინგე.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები ყოველდღიურად იმართება. აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ.

თემები:
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (371)

მთავარი თემები