„ფუნჯი რომ არასოდეს აუღია ხელში, ეს 40 დღე შენთვის ხატავდა...“ – სოფი ნიკოლეიშვილის დედა

© photo: TripOp / FBჩანჩქერი
ჩანჩქერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩანჩქერზე ტრაგიკულად დაღუპული 16 წლის სოფი ნიკოლეიშვილის დედამ შვილის გარდაცვალების შემდეგ ხატვა დაიწყო.

ლაგოდეხში ჩანჩქერზე ტრაგიკულად დაღუპული 16 წლის სოფი ნიკოლეიშვილის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. სოფის დედა შვილს ემოციურ ნახატებს და წერილებს უძღვნის.

როგორც ის ამბობს, მას ცხოვრებაში არასდროს დაუხატავს, ეს დღეები კი მხოლოდ გარდაცვლილი შვილისთვის ხატავდა.

„ჩემო სკვინჩავ, დედაშენს ფუნჯი რომ არასოდეს აუღია ხელში, ეს 40 დღე შენთვის ხატავდა. 16 ნახატი გაჩუქე დეო, ეს კი განსაკუთრებულად შენია. სკვინჩაა დე, ნეტა თუ იცოდი ამ ჩიტის სახელმოზიარე რომ მყავდი. დღეს უნდა გამიფრინდე ჩემო სკვინჩავ... დღეს უნდა დამტოვო. თან მწყინს, თან შენს შვებაზე და ხსნაზე ვფიქრობ, ასე მგონია იმ დასაქცევ წყალში ხარ და იტანჯები დეო. დღეს იქნებ გათავისუფლდე დეე... იქნებ რომელიმე ჩიტად მომიფრინდე, თუნდაც სკვინჩად, დეოოო...“ - წერს ლანა ნიკოლეიშვილი.

უბედური შემთხვევა მაისში მოხდა. სოფი ნიკოლეიშვილი ექსკურსიაზე გურგენიანის ჩანჩქერზე იმყოფებოდა. მაშველებმა მის ცხედარს წყალში 24-საათიანი ძებნის შემდეგ მიაგნეს.

ყველა ახალი ამბავი
0