„დათვი გამომეკიდა, მარჯვენა ფეხი მოჭმული მაქვს“ – გურიაში დათვების შემოსევაა

© Pixabay / Bergadderდათვი
დათვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გურიაში რამდენიმე პრობლემას ერთდროულად ებრძვიან.

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. გურიის სოფელ უკანავას დათვები შემოესივნენ, ამბობს ადგილობრივი ილია მარკოიძე  „გურიის მოამბესთან“ ინტერვიუში.

დათვების შემოსევა, რომელიც ადგილობრივებს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და სხვა შინაური ცხოველების გარეშე ტოვებს, გარე განათების არარსებობა, რომელიც კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდის 26-კომლიანი სოფლის მცხოვრებთა შორის ურთიერთობას შებინდების შემდეგ, და უგზოობა, განსაკუთრებით კი სოფლის სასაფლაოზე მისასვლელი გზის არარსებობა – ეს მცირე ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რაც მთისპირის თემის სოფლის მცხოვრებლებს აწუხებთ.

ქარიშხალი გურიაში - Sputnik საქართველო
დაზიანებული სახლები და მოგლეჯილი ხეები – სტიქიამ გურიაში პრობლემები შექმნა

ამ პრობლემებზე საუბრობენ ადგილობრივები და იმასაც დასძენენ, რომ სოფელში ბევრი სიმდიდრე არსებობს, საიდანაც მათ არანაირი სიკეთეები არ ხვდებათ.

მაგალითად, აქ ფუნქციონირებს ბენტონიტური თიხის საბადო, რომლის გამოც, როგორც უკანაველები ამბობენ, ერთადერთი, ამორტიზებული საავტომობილო გზები რჩება. ასევე ჰიდროელექტროსადგურები. ერთი ფუნქციონირებს, მეორე – მშენებლობის სტადიაშია.

გასული კვირის ბოლოს ამოვარდნილმა ქარიშხალმა ისინი ყანების გარეშე დატოვა. სოფლის სიმინდის მოსავლის გარეშე დარჩენა კი აქ მცხოვრებთათვის ზამთარში შიმშილობის ტოლფასია, ამიტომ მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.

ყველა ახალი ამბავი
0