12:27 21 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2445
  • 100 RUB4.3846
  • USD2.9275
მაია ასათიანი

„სხვები ბერდებიან, თქვენ პირიქით - ახალგაზრდავდებით“- მაია ასათიანის სექსუალური ფოტოები

© photo: TV Show Profile / FB
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (379)
76630

42 წლის წარმატებული ქართველი ჟურნალისტი მაია ასათიანი პიკანტური ფოტოების გამოქვეყნებას არ უშინდება  და მუდამ მიმზიდველად გამოიყურება.

სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი სულ უფრო აქტუალური და აქტიური ხდება. ცდილობს, გამომწერებს ცხოვრების დეტალები გაუზიაროს

და დაანახოს, რომ მოწყენის დრო არ არის. „Instagram Story“- დან ყველამ გაიგო, რომ მაია ასათიანის ერთი უბრალო დღე ძაღლებით, კატით და ულამაზესი ეზოთი არის მოცული.
გადატვირთული და შრომატევადი გადაღებების შემდეგ წარმატებული ჟურნალისტი საკუთარი სახლის ეზოში მარტო ნებივრობს.რადგან ზაფხულის მეორე თვე დაიწყო, სახლში ნებივრობას აუზი და საცურაო კოსტუმში გადაღებული, საკმაოდ თამამი ფოტოები დაემატა.
მაია ასათიანის ნებისმიერი ნაბიჯი აქტიურად განიხილება, მაგრამ ბოლო დროის მანძილზე მისმა ღრმა დეკოლტემ და გამომწვევმა ჩაცმულობამ თაყვანისმცემლების არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია.
ჟურნალისტმა თამამ ფოტოებთან ერთად იმიჯზე ექსპერიმენტებიც დაიწყო. თმების ფერის გაღიავება განსაკუთრებულად მოიხდინა და ფოტოები კომპლიმენტებით აივსო.
ქართულ ტელესივრცეში ერთ-ერთმა წარმატებულმა ჟურნალისტმა კარიერა 14 წლის ასაკში დაიწყო. იყო საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემა „დროების“ კორესპონდენტი, სხვადასხვა მეგა-შოუების ჟიური და წამყვანი.
მე-11 წელია ერთ-ერთი რეიტინგული გადაცემის – „პროფილის“ ავტორი და უცვლელი წამყვანია.

 

თემები:
სელებრითების ცხოვრება (379)

მთავარი თემები