17:31 11 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2210
  • 100 RUB4.5697
  • USD2.9089
სასწრაფო დახმარების ახალი მანქანები

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური ახალი რეანიმობილებით შეივსო

photo: Ministry of Labour, Health and Social Affairs of Georgia / FB
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ჯანდაცვა საქართველოში (97)
139 0 0

საქართველოს რეგიონებს ამიერიდან თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი მხოლოდ ახალი რეანიმობილები მოემსახურება.

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი 15 ახალი რეანიმობილით შეივსო, ნათქვამია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ახალი მანქანები აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, რაც საშუალებას იძლევა, პაციენტს დახმარება გაეწიოს მისი მდგომარეობის სიმძიმის მიუხედავად. ამასთან, ავტომობილებს რთული რელიეფის პირობებშიც შეუძლიათ გადაადგილება.

„ახალი ავტომობილები არის აღჭურვილი თანამედროვე სამედიცინო პირველად დახმარების აბსოლუტურად ყველანაირი სისტემით. მთავარი მომენტია, რომ ფაქტობრივად ავტოპარკში აღარ გვყავს არც ერთი ძველი და ვადაგასული ავტომობილი. ამის პარალელურად მიდის კადრების გადამზადებაც. აქედან გამომდინარე, უფრო ხელმისაწვდომი იქნება და უფრო თანამედროვე გადაუდებელ პირველ სამედიცინო დახმარებას მიიღებენ ჩვენი მოსახლეობა და ჩვენი სტუმრები", – განაცხადა ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ თალაკვაძემ.

სასწრაფო დახმარების ავტოპარკის განახლება 2014 წელს დაიწყო. ამჟამად საქართველოს რეგიონებში 250 რეანიმობილია და ყველა – ახალი.

 

თემები:
ჯანდაცვა საქართველოში (97)

მთავარი თემები