ცნობილი ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა

© photo: Nanuka Gogichaishvili / FBგიორგი გოგიჩაიშვილი
გიორგი გოგიჩაიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი გოგიჩაიშვილი სიმსივნესთან რამდენიმეწლიან ბრძოლაში დამარცხდა.

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას „ბასტი ბუბუს“ დამფუძნებელი თამარ სხვიტარიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ავრცელებს.

51 წლის ტელეწამყვანს რამდენიმე წლის წინ სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. 2017 წელს ოპერაციაც გაიკეთა სტამბულში და უკეთ გრძნობდა თავს, თუმცა ბოლო პერიოდში მდგომარეობა დამძიმდა.

„ვერ დავეხმარეთ, ვერ გავუგეთ და გაგვიფრინდა. გოგიჩა გარდაიცვალა“, – წერს თამარ სხვიტარიძე.

გიორგი გოგიჩაიშვილი ცნობილი მოდელების ნინის და ნანუკას მამაა. მისი მეუღლე ნათია ბანძელაძე კი პროფესიით ჟურნალისტი, პრეზიდენტის ყოფილი პრეს-სპიკერია.

ყველა ახალი ამბავი
0