გვერდწითელი: კომენტარს ვერ გავაკეთებ ვინმეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე...

© Sputnik / Denis Aslanovთამარ გვერდწითელი
თამარ გვერდწითელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თამარ გვერდწითელი რუსეთში კონცერტების გაუქმებას არ გეგმავს.

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. საქართველოსა და რუსეთის სახალხო არტისტმა თამარ გვერდწითელმა თბილისში საპროტესტო აქციების ფონზე თავისი ქართველი კოლეგების გადაწყვეტილებასა და ქართულ-რუსული ურთიერთობების გამწვავებასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ კულტურა და პოლიტიკა სხვადასხვაა.

ნინო ქათამაძე: ეს ჩემი ბოლო კონცერტი იყო რუსეთში>>>

„თქვენ უნდა დაუკავშირდეთ კრიტიკულად განწყობილ ქართველებს, ან მათ, ვინც კონცერტები გააუქმა. მე კომენტარს ვერ გავაკეთებ ვინმეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებასა და ქმედებაზე... კულტურა არასდროს არ უნდა დაემშვიდობოს ამა თუ იმ ქვეყანას. იგი, უბრალოდ, ცხოვრებას აგრძელებს", – განაცხადა თამარ გვერდწითელმა МК-თან ინტერვიუში.

სოსო პავლიაშვილი - Sputnik საქართველო
სოსო პავლიაშვილი ქათამაძის შესახებ: „გთხოვთ, არ გაკიცხოთ"

მანამდე რუსეთში კონცერტის გამართვაზე უარი განაცხადა ქართველმა მომღერალმა ნინო ქათამაძემ. სოციალურ ქსელში კრიტიკის შემდეგ მომღერალმა 22 ივნისს მოსკოვში გამართულ ფესტივალ Усадьба Jazz-ზე გამოსვლის გამო ბოდიშიც მოიხადა.

ცნობილმა ქართველმა და რუსმა მომღერალმა სოსო პავლიაშვილმა საზოგადოებას მოუწოდა, არ განსაჯონ ქათამაძე მისი გადაწყვეტილების გამო. ამასთან, მან აღნიშნა, რომ თავად ასე არ მოიქცეოდა. „შეიძლება, დროთა განმავლობაში, ნინო კვლავ ჩამოვიდეს რუსეთში გასტროლზე", – განაცხადა მან.

ქათამაძის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ცნობილმა ქართველმა მსახიობმა და მომღერალმა ვახტანგ კიკაბიძემ, რომელიც თავად 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთში აღარ წასულა.

ჟენევა - Sputnik საქართველო
მძიმე ფონი და რთული მოლაპარაკებები: რაზე ისაუბრეს ჟენევის მორიგ რაუნდზე

თბილისში საპროტესტო აქციები მეორე კვირაა გრძელდება. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც 20 ივნისს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა და რუსულ ენაზე მიმართა სხდომაზე შეკრებილებს. 21 ივნისის ღამეს ანტირუსული აქცია არეულობაში გადაიზარდა. პოლიციამ დააკავა 300-ზე მეტი ადამიანი, 240 დაშავდა.

თბილისში განვითარებულ მოვლენებს რუსეთმა უპასუხა პირდაპირი ავიარეისების აკრძალვით, რუსმა ტუროპერატორებმა კი შეწყვიტეს განაცხადების მიღება საქართველოს საგზურებზე. ბოლო დრომდე რუსეთი საქართველოში ტურისტების რაოდენობით პირველ ადგილს ინარჩუნებდა.

„მე, რა თქმა უნდა, ყოველივე ეს ძალიან მაწუხებს, რადგანაც საქართველოშია ყველა ჩემი ნათესავი და ახლობელი. შევეცდებით სხვა გზებით ჩასვლას. ეს არანაირად არ ეხება კონცერტებს", – განაცხადა გვერდწითელმა.

ყველა ახალი ამბავი
0