12:16 23 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
408 0 0

ჟურნალისტ ნანა ნადირაძის ტრაგიკული გარდაცვალებით მეორე დღეა შეძრულია საზოგადოება.

ჟურნალისტი თამო კეშელავა გუშინ მომხდარ ტრაგიკულ ამბავს – ჟურნალისტ ნანა ნადირაძის გაუსაძლის პირობებში გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ქალი ფიქრობს, რომ ჟურნალისტობა ძალიან დაუფასებელი პროფესიაა და წლები ისე გადის, შვილისთვის საღამოს, სამსახურიდან დაბრუნებულს მხოლოდ წვენისა და პურის მიტანა შეუძლია.

„როდესმე მეც ასე მიპოვნიან, დამდნარს, დამჭკნარს, მარტოს, გაყინულს… მერე რა, რომ შვილი მყავს – შვილს თავისი ცხოვრება აქვს და არ დავუშვებ, ჩემს მომვლელად ყოფნაში გალიოს წლები. როდესმე მეც ასე მიპოვნიან და ამაოდ ეცდებიან ჩემი გაყინული სხეულის გასწორებას“, – წერს ჟურნალისტი.

მისი თქმით, სხვა ქვეყნებშიც კვდებიან, თუმცა იქ ჯერ ცოცხლობენ და შემდეგ მოდის ეს ფაქტი, საქართველოში კი დიდხანს, დაუფასებლად, წლობით კვდება ხალხი.

„ისეთი ფოტოები ვნახე, დიდხანს კვდებოდა, ვიცი… ბევრი კვდება დღეს ასე, თვეობით, წლობით… მანამდე კი – ვშრომობთ, ყოველდღიური საკვებისთვის, გადასახადებისთვის… სიბერისთვის – არა! სიბერისთვის – ვერა! სიბერეში მარტოს გვტოვებს სახელმწიფო, დასადნობად, დასაჭკნობად“, – ფიქრობს თამო კეშელავა.

ყო­ფი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის ნანა ნა­დი­რა­ძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ცნობილი გუშინ გახდა. ინ­ფორ­მა­ცი­ა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აკა სინ­ჯი­კაშ­ვი­ლმა გაავრცელა, რომელმაც დაწერა, რომ ქალი უკი­დუ­რეს სი­ღა­რი­ბე­ში ცხოვ­რობ­და და შიმ­ში­ლით და­ი­ღუ­პა.

მთავარი თემები