„ბოლოს ვიჩხუბეთ, სუიციდური მიდრეკილებები ჰქონდა, მეგონა ვერ იზამდა...“ – გიორგი გვარჯალაძე

© Photo: George Gvarjaladze / FBგიორგი გვარჯალაძე
გიორგი გვარჯალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი გვარჯალაძე გარდაცვლილ ლენო გვარჯალაძესთან დაკავშირებით ემოციურად საუბრობს.

ტრაგიკულად დაღუპული 16 წლის გოგონას მამა გიორგი გვარჯალაძე ლენოსთან ურთიერთობაზე საუბრობს.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარება - Sputnik საქართველო
„ლენო, მა, მაპატიე, რომ ვერ დაგიცავი" – რას წერს VII სართულიდან გადმოვარდნილი გოგონას მამა

მუსიკოსი ამბობს, რომ ლენოსთან მისი ურთიერთობა იყო ფერადი და მასთან ძალიან მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა, თუმცა გარდატეხის ასაკი მძიმე და რთული აღმოჩნდა.

„როცა მე და ჩემი გოგოები ერთად ვიყავით, მაშინ ვგრძნობდი ყველაზე დიდ სიმდიდრეს. სანამ გარდატეხის პერიოდი არ მოვიდა, სიყვარულით სავსე ურთიერთობა გვქონდა. ძალიან რთული და განსხვავებული იყო ამ პერიოდში. ღამე გარეთ გასვლაზე ვერ შევთანხმდით. ჰქონდა სუიციდური მიდრეკილებები. მეგონა, რომ ვერ იზამდა, მე ხომ ვერ ვქენი, მაგრამ გადახტა“, – ამბობს გიორგი გვარჯალაძე.

მუსიკოსი შვილთან ბოლო შეხვედრას იხსენებს და ამბობს, რომ იჩხუბეს და სტუდიაში წავიდა.

„სახლიდან გამოსვლის წინ უნდა ჩავეხუტო ყველა ოჯახის წევრს. ჩავეხუტე ნინის, ლულუს, ლენოს ხომ ვეჩხუბე. ისე მინდოდა ჩახუტება და თქმა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ვერ მოვითმინე და მეორედაც ჩავეხუტე ნინის“, – ამბობს მუსიკოსი.

ლენო გვარჯალაძე საბურთალოზე გვიან ღამით კორპუსის მეშვიდე სართულიდან დაახლოებით ერთი თვის წინ გადმოვარდა.

ყველა ახალი ამბავი
0