Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ვისთან ერთად აღნიშნა ანუკი არეშიძემ დაბადების დღე – ფოტოები სოციალური ქსელიდან

© photo: courtesy of Anoukiანუკი არეშიძე
ანუკი არეშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანუკი არეშიძემ დაბადების დღე მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა.

დიზაინერი ანუკი არეშიძე 1 ივლისს 30 წლის გახდა. მან დაბადების დღის ფოტოები Instagram-ის მომხმარებლებისთვის გაასაჯაროვა.

როგორც ფოტოებიდან ჩანს, იუბილარმა დაბადების დღე წყნეთში, კალაძეების სახლის ეზოში აღნიშნა.
დაბადების დღე ვიზუალურად დიზაინერმა ანი პირველმა გააფორმა, რომელიც ანუკის და კახა კალაძის ჯვრისწერის ორგანიზატორიც იყო წინანდლის „რედისონში“.
თბილისის მერმა კახა კალაძემ თავის მეუღლეს, დიზაინერ ანუკი არეშიძეს დაბადების დღე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით მიულოცა.
„ბედნიერი დაბადების დღე ჩემო გულის დედოფალო. მიყვარხარ“ - წერს კახა კალაძე.
ისინი 2008 წელს შეუღლდნენ, როცა ანუკი 19 წლის იყო, თუმცა წყვილმა ჯვარი ახლახან დაიწერა. როგორც კახა კალაძემ თავის ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, მაშინ ჯვრისწერისა და ქორწილის გადადების მიზეზი აგვისტოს ომი და მასთან დაკავშირებული ტრაგედია გახდა.
ამის გამო მათ იტალიაში მოაწერეს ხელი ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე.

„მხოლოდ მე და ანუკი ვიყავით. სრულ სიწყნარეში მოვაწერეთ ხელი, საერთოდ არავინ იცოდა. არც ჟურნალისტები ყოფილან და არც პაპარაცები. ჩემმა თანაგუნდელებმაც კი არ იცოდნენ“, – აცხადებდა კახა კალაძე.

კახამ და ანუკიმ ერთმანეთი მილანში გაიცნეს. 

ყველა ახალი ამბავი
0