ID-ბარათი უფასოა – ვინ შეძლებს აქციით სარგებლობას

© photo: Sputnik / Stringerქართული პასპორტი
ქართული პასპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოქალაქეების ნაწილი პირადობის მოწმობის აღებას უფასოდ შეძლებს.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეების ნაწილი მიმდინარე წლის 1 ივლისიდან 1 ნოემბრამდე პირადობის მოწმობის მიღებას უფასოდ შეძლებს, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

აქცია იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ინიციატივით დაიწყო. ხელისუფლება ამგვარად აპირებს მონაცემთა ბაზის გაუმჯობესებას და საარჩევნო სიის სრულყოფას.

აქციით სარგებლობას მოქალაქეები მხოლოდ ერთხელ შეძლებენ. ისინი თავისუფლდებიან როგორც პირადობის მოწმობის, ისე ფოტოსურათის გადაღების საფასურისგან.

2020 წლის 1 ნოემბრამდე პირადობის მოწმობის უსასყიდლოდ მიღება შეუძლიათ პირებს, თუ:

  • მათ სახელზე 2019 წლის 1 ივლისამდე საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი არ ყოფილა გაცემული;
  • მათზე გაცემული პირადობის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი 2019 წლის 1 ივლისამდეა გაუქმებული ან უქმდება 2020 წლის 1 ნოემბრამდე;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოსურათები გამოუსადეგარია (უხარისხოა) ან საერთოდ არ ინახება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში;
  • რეგისტრაციიდან არიან მოხსნილნი, გაუქმებული აქვთ პირადობის მოწმობა და აქციის ფარგლებში დარეგისტრირდებიან კორექტულ მისამართზე.

პირადობის ახალი მოწმობის აღება ჩვეულებრივ 30-დან 40 ლარამდე ჯდება (დამზადების ვადის მიხედვით).

მამუკა ბახტაძე და ვლადიმირ გროისმანი - Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქეები უკრაინაში წასვლას პირადობის მოწმობით შეძლებენ

პირადობის მოწმობის უფასოდ აღება ასევე შეუძლიათ საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირადობის ელექტრონული მოწმობა საქართველოს სამ მილიონზე მეტ მოქალაქეს მისცეს. ეს ნიშნავს, რომ პოტენციური ამომრჩევლების ბაზები მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია, აღნიშნავენ იუსტიციის სამინისტროში. ანუ უწყების ბაზაში სამ მილიონზე მეტი დაზუსტებელი მონაცემია. აქედან 1,6 მილიონზე მეტი ელექტრონული პირადობის მოწმობა გაიცა უფასოდ ან შეღავათიან ფასში.

ამ აქციაში მონაწილეობის მსურველმა საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელ ხაზზე: 032 2 40 10 10.

ყველა ახალი ამბავი
0