„სულ ასე „გაყროყინოს...“ – ანიტა რაჭველიშვილის სიმღერას პაატა ბურჭულაძე ეხმიანება

© photo: courtesy of Anita Rachvelishviliანიტა რაჭველიშვილი
ანიტა რაჭველიშვილი  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილის სიმღერას აქციაზე ბევრი ნეგატიური კომენტარი მოჰყვა.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ცნობილი ქართველი მეცო-სოპრანოს ანიტა რაჭველიშვილის მიერ შესრულებულ „ჰერიო ბიჭებოს“ გარშემო ვნებათაღელვა არ წყდება.

ამჯერად საკუთარ კოლეგას მხარი ცნობილმა ქართველმა ბანმა და ქველმოქმედმა პაატა ბურჭულაძემ დაუჭირა, რომელმაც აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციაზე ანიტა რაჭველიშვილის სიტყვით გამოსვლამ და სიმღერამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია მთავრობაში და იმავე წუთში ჩართეს მათი 7 წლის განმავლობაში ერთადერთი წარმატებული იარაღი – ტროლები.

„ერთმა ქალბატონმა მისწერა ანიტას: „ანიტა, ერთი ყროყინი შეგიძლია და რამდენს ბედავ!“ უცებ გამახსენდა ბიძინა ივანიშვილი, მისი გარემოცვა და დავინახე ის სამწუხარო რეალობა, რომ ანიტას სიმღერა მათთვის მართლა ყროყინის ტოლფასია. ჩემო საყვარელო ანიტა, ღმერთს ვთხოვ, რომ მრავალი წელი ასე „გაყროყინოს“ ჩვენი ქვეყნის საბედნიეროდ. გკოცნი", – დაწერა სოციალურ ქსელში ცნობილმა ბანმა.

ყველა ახალი ამბავი
0