17:38 04 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0107
  • 100 RUB4.4084
  • USD3.3119
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ტურიზმი საქართველოში (293)
89 0 0

მთის კურორტების განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის აუცილებელია ზამთრის კურორტები ოთხსეზონიანი გახდეს.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ბაკურიანში (დიდველზე) ზაფხულის სეზონი დღეს ოფიციალურად გაიხსნა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

გავრცელებული ინფორმაციით, ზაფხულის სეზონის განმავლობაში დიდველზე ყველა საბაგირო ყოველდღიურ რეჟიმში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე იმუშავებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის" ინფორმაციით, საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოპულარიზაციის მიზნით შექმნილია ფუნქციურად და ინფორმაციულად სრულყოფილი აპლიკაცია, რომელიც ერთი ბრენდის ქვეშ აერთიანებს ოთხ სამთო კურორტს: გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, სვანეთი. აპლიკაცია უნიკალური გზამკვლევია, შესაბამისად, მომხმარებელს ამომწურავ ინფორმაციას აწვდის მთის კურორტების შესახებ როგორც ზამთარში ასევე ზაფხულში.

კურორტ ბაკურიანში მოწყობილია საერთაშორისო დონის ველოპარკი და 6000-მეტრიანი ველობილიკი, რომელიც გათვლილია როგორც პროფესიონალი, ასევე მოყვარული ველომრბოლელებისთვის.

2016 წელს ბაკურიანში (დიდველზე) ამიერკავკასიაში პირველი სამთო-სათხილამურო კურორტების დამატებითი ატრაქციონი „ტობოგანი“ — ე.წ. მთის ციგა დამონტაჟდა. ატრაქციონი ფუნქციონირებს როგორც ზამთარში, ასევე ზაფხულში.

კურორტზე ფუნქციონირებს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ კინოთეატრი „ბაკურიანი“, სადაც ყოველკვირეულად იმართება პრემიერები. 

თემები:
ტურიზმი საქართველოში (293)

მთავარი თემები