22:28 12 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1665)
104 0 0

მრავალი დაშავებული ადამიანის მიუხედავად, ქართველი გოგონები რუჯის მისაღებად ლეღვის ფოთლების ნახარშს მაინც იყენებენ

თბილისი, 27 ივნისი - Sputnik.  თბილისის დამწვრობის ცენტრში 21 წლის ქალი მოხვდა, რომელმაც ლეღვის ფოთლების ნახარშის გამოყენებით სხეულის 25%–ის დამწვრობა მიიღო, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის განცხადებით, გოგონას ძირითადად სხეულის ქვედა კიდურები აქვს დაზიანებული. ის კლინიკაში დღეს,  გამთენიისას შეიყვანეს და დამწვრობა იმდენად სერიოზულია, რომ სრულ რეაბილიტაციას ორი კვირა დასჭირდება.

ამ დროის მონაცემებით, დამწვრობის ცენტრში რუჯის გამო შვიდი პაციენტი მკურნალობს, მათ შორის,  ხუთი წლის ბავშვი. პაციენტების ნაწილს დამწვრობის გარდა, გადახურება აღენიშნებათ.

ექიმები მოქალაქეებს მოუწოდებენ არ გამოიყენონ ლეღვის ფოთლების ნახარში. ასევე ურჩევენ 11:00 საათიდან 17:00 საათამდე პერიოდში თავი შეიკავონ ხანგრძლივად მზეზე ყოფნისგან და გამოიყენონ მზისგან დამცავი საშუალებები.

ლეღვის ფოთლების ნახარშს ხალხურ მედიცინაში იყენებენ მეჭეჭების საწინააღმდეგეოდ. ეს არის ქიმიურად აქტიური ნივთიერება, რომლის შემადგენლობაში შედის მჟავა, რომელიც ქიმიურ დამწვრობას იწვევს. არა აქვს მნიშვნელობა, ცივს წაისვამთ, თუ ცხელს, მზეს მიეფიცხებით, თუ არა, დამწვრობას მაინც მიიღებთ. მზის სხივები კანის გაღიზიანებას იწვევს, ლეღვის ფოთლების ნახარში კი ამის პროვოცირებას ახდენს და ქიმიური დამწვრობა უფრო ძლიერდება. როდესაც ის სხეულის 20-50%-ს მოიცავს, მთელი ორგანიზმი, თითქმის ყველა ორგანო ერთვება ამ პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლაში და პაციენტს სტაციონარული მკურნალობა ესაჭიროება.

თემები:
თბილისი დღეს (1665)

მთავარი თემები