13:47 06 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
2086510

ერეკლე კოდუა და კატალინა ამჟამად იტალიაში ატარებენ რომანტიკულ უქმეეებს.

სახელმწიფო ოპერატიული დაცვის დეპარტამენტის (სოდის) ყოფილმა უფროსმა ერეკლე კოდუამ ცოლი მოიყვანა. ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის ყოფილმა ქმარმა უკრაინელი კატალინა დიდა რამდენიმე თვის წინ დანიშნა.

წყვილი ფოტოების გადაღებას და სოციალურ ქსელში განთავსებასაც არ ერიდება, „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ ბოლო ფოტოებში კი, რომელსაც წყვილი უცხოებისთვის არ ასაჯაროებს, ჩანს, რომ ერეკლესაც და კატალინასაც მარჯვენა ხელზე საქორწინო ბეჭდები უკეთიათ.

სოდის ყოფილი ხელმძღვანელი და მისი საცოლე ბოლო წლებია უნგრეთში ცხოვრობენ. 

შეგახსენებთ, რომ ერეკლე კოდუას ორი ქორწინებიდან 5 შვილი ჰყავს. ეს მისთვის მესამე ქორწინება იქნება.

ამჟამად წყვილი იტალიაში ისვენებს.

მთავარი თემები