„გადავუნერგოთ მაკოს თვალი“ - აქციაზე დაშავებული გოგონას დასახმარებლად აქციას იწყებენ

გამოწერა
სოციალური ქსელის მომხმარებლები 20 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დარბევისას დაშავებულების დასახმარებლად ერთიანდებიან.

18 წლის მაკო გო­მურ­ის და­სახ­მა­რებ­ლად, რო­მელ­მაც 20 ივ­ნი­სის აქ­ცი­ის დარ­ბე­ვის დროს თვა­ლი და­კარ­გა, ფე­ის­ბუქ-აქ­ცი­ას იწყე­ბენ. ინი­ცი­ა­ტო­რი აშშ-ში "სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა ელჩი" ტატო ოქ­რუ­აშ­ვი­ლია, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით პოს­ტი „ფე­ის­ბუქ­ზე“ გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

მისი თქმით, ამერიკაში არის ბევრი კლინიკა, რომელიც ამგვარ ოპერაციებს წარმატებულად აკეთებენ 30-35 ათას დოლარად. 

„მე მზად ვარ გა­ვა­კე­თო პირ­ვე­ლი დო­ნა­ცია 1000 დო­ლა­რის სა­ხით იმი­სათ­ვის, რომ მა­კოს გა­და­ვუ­ნერ­გოთ თვა­ლი. მსურს ამ მა­გარ საქ­მე­ში შე­ვი­ტა­ნო ჩემი და ჩემი ოჯა­ხის წვლი­ლი, რო­გორც ადა­მი­ა­ნე­ბი­სა, რო­მლებ­მაც ვერ შევ­ძე­ლით მა­კოს­თან ერ­თად დგო­მა, იმი­ტომ რომ არ ვართ სა­ქარ­თვე­ლო­ში“, - წერს ტატო ოქრუაშვილი.

 მისი პოსტი უამ­რა­ვმა ინ­ტერ­ნეტ-­მომ­ხმა­რე­ბე­ლმა გაიზი­ა­რა.

ყველა ახალი ამბავი
0